“მეგობრებმა ხელით ატარეს კარგა ხანს თუმცა..” – ნახეთ ეს ის 24 წლის ბიჭია, რომელიც ცოტახნის წინ გომის მთაზე გაიყინა (ფოტოები)

0

11 მარტს გომის მთაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურიდან, ოთხი ბიჭი, სანადიროთ წავიდა. გზაში მათ ქარბუქმა და თოვამ მოუსწრო, რის გამოც ხევს შეაფარეს თავი, თუმცა, ერთ-ერთი ახალგაზრდა, 24 წლის ვაჟა ანდღულაძე, სიცივის გამო შეუძლოდ გახდა. როგორც მეგობრები ჰყვებიან, ბიჭი კარგა ხანს ხელით ატარეს, თუმცა ყინვასა და ქარბუქში მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.ვაჟიკო, როგორც მას ყველა ეძახდა სოფელ ბოხვაურში ცხოვრობდა. მას ყველა

დადებით და გულისხმიერ ადამიანად ახასიათებს.ვაჟიკოს დედა 8 წელია იტალიაში ემიგრაციაში ცხოვრობს, მას ვერ უთხრეს შვილის დაღუპვის ამბავი, დედა დღეს დილით ჩამოფრინდა იმ იმედით, რომ შვილი ცოცხალი ყავდა და რეანიმაციაში იწვა.

Share.