“მეგობარს ვუთხარი, ქართველები ფარისევლები ხართ თქო მან კი ისეთი რამ მიპასუხა ვიფიქრე რა იდიოტი ვარ თქო..”- ნახეთ რას ყვებოდა პოზნერი ქართველებზე

0

ვლადიმირ პოზნერმა ცოტახნის წინ საქართველო დატოვა. ”პრაიმტაიმმა” იპოვა ვიდეო, სადაც პოზნერი საქართველოსა და ქართველებზე ლაპარაკობდა. გთავაზობთ ამონარიდს მისი ერთ-ერთი გადაცემის მონოლოგიდან სადაც საქართველოში ვიზიტს იხსენებს.„1975 წელს პირველად წავედი თბილისში. მიმიწვია ჩემმა ერთმა ქართველმა ნაცნობმა. მას ვახო ჟღენტი ერქვა და მუშაობდა „კომსომოლსკაია პრავდაში“. ჩავედი თბილისში. მომათავსეს სსტუმრო „ივერიაში“. ყველაზე მაგარი სასტუმრო იყო მაშინ (ახლა, რა თქმა უნდა, ასე არ არის).საღამოს მითხრა, სტუმრად წავიდეთო. მივედით. იყო დაახლოებით 20 კაცი… ქართული სუფრა – იცით თქვენ, იმდენი რამეა,

გაუგებარია, როდის უნდა შეჭამო ეს ყველაფერი. დაიწყო სადღეგრძელოები ქართული მანერით და ყველა ჩემი მისამართით – როგორი შესანიშნავი ვარ, როგორი ღვაწლმოსილი, როგორ უნდა ამაყობდნენ ჩემი მშობლები ჩემით… ამ ყველაფერს ვუსმენ და უფრო და უფრო ცუდ ხასიათზე ვდგები.

ვფიქრობ ჩემთვის – მისმინეთ, პირველად მხედავთ და ალბათ, უკანასკნელად. იქნებ ვიღაც ნაბიჭვარი და ნაძირალა ვარ… ჰოდა, რას ლაპარაკობთ? ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ტყუილია. ეს ყველაფერი ძალიან დიდხანს გრძელდებოდა, როგორც ყველა ქართული სუფრა. ბოლოსდაბოლოს, 4-5 საათის შემდეგ დავემშვიდობე ამ ხალხს და დავბრუნდი სასტუმროში. მაცილებდა ვახო. მიყურებს, რომ მოღუშული ვარ. მეკითხება, რატომ ხარ ასეთი უკმაყოფილო, რამე ისე არ არისო? ვეუბნები – ჩემთვის უსიამოვნოა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ რაკი მეკითხები… თქვენ, ქართველები, საშინელი ფარისევლები ხართ! რატომო? ვეუბნები – მისმინე, ამ ხალხმა, რომლებიც საერთოდ არ მიცნობენ, ისეთები ილაპარაკეს ჩემზე, უბრალოდ, უხერხულია მოსმენა. ეს ხომ არ არის სიმართლე? მან შემომხედა და მითხრა: „ჯერ ერთი, მათ იციან, რომ ჩემი მეგობარი ხარ. მე მათ ასე ვუთხარი. და რადგან ჩემი მეგობარი ხარ, არ შეიძლება ცუდი ადამიანი იყო. მეორეც, ვივარაუდოთ, რომ ნამდვილი ნაბიჭვარი ხარ… თუ ეს ასეა, ნიშნავს, რომ შენი მისამართით ნათქვამი კარგი სიტყვები არ მოგისმენია და ამის შემდეგ, იქნებ ცოტა უკეთესიც გახდე.“

ვიფიქრე, რა იდიოტი ვარ. ჩვენ ყოველთვის ჩვენი კუთხიდან ვაფასებთ. ადამიანები კი სრულიად სხვაგვარად ფიქრობენ და ბევრად დელიკატურად და ჭკვიანურად, ვიდრე ჩვენ“.წყარო:geoambebi.com

Share.