“მებრძოლებო მოგიწოდებთ ყველას მოემზადოთ..” – ნახეთ ნიკა მელიას საგანგებო განცხადება დამარცხების შემდეგ

0

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელიამ საგანგებო განცხადება გააკეთა:
“ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული, ამ საქმეს ძალიან დიდი ბოქლომი დაედო. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ივანიშვილის პირობებში ჩატარდება, ვერანაირად ვერასდროს მის მოსაზრებას ვერ გავიზიარებ, იმიტომ, რომ არ მჯერა. მოპოვებეული გამარჯვებები ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში ბიძინა ივანიშვილმა ვითომც არ იყო არ ეს გამარჯვება მოპოვებული, ისე წაიღო საკუთარ რეზიდენციებში, მოიპარა.

14 ოქტომბერს, როცა თავისუფლების მოედანზე ძალიან დიდი აქცია გაიმართა, მე მეგობრებთან ერთად ბიძინა ივანიშვილს დავპირდი, რომ ყველაფერი იქნებოდა მასზე დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცეოდა იგი 30 ოქტომბერს. ბიძინა ივანიშვილზე იყო დამოკიდებული და ბიძინა ივანიშვილმა გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა, პასუხი იქნება ადეკვატური. ხვალ ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმით წავდგებით თქვენ წინაშე და ბრძოლა იქნება უკომპრომისო.

ბიძინა ივანიშვილს ჩვენ მივეცით შანსი, მან ეს შანსი არ გამოიყენა, ჩვენ მთელი ამ საათების განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთანაც და მე მათ არ დავუმალე ის, რაზეც ახლა თქვენ გესაუბრებით, მე მათ ვუთხარი, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში არის გაუქმებული.

მოემზადეთ თანამებრძოლებო, თანამემამულეებო, ევროპული დემოკრატიის ღირებულებებისა და ფასეულობების მოსურნე საქართველოს მოქალაქეებო ძალიან საინტერესო, თუმცა მძიმე თავგადასვლისთვის. ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ბრძოლა იქნება ბოლომდე გამარჯვებისთვის, ბრძოლა იქნება მანამ, სანამ ამ ქვეყანაში არ მოვიპოვებთ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას”, – თქვა მელიამ.
წყარო:niustv.com

Share.