რუსთავი 2-ის ინფორმაციით თბილისი-დედოფლისწყაროს მიმართულების სამარშრუტო ხაზის მძღოლი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მგზავრები გადაყავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. პირველადი ინფორმაციით, მიზეზი გულის შეტევა გახდა.სამარშრუტო მიკროავტობუსის შეჩერება ერთ-ერთმა მგზავრმა მოახერხა. ტრანსპორტში 10-მდე მგზავრი იმყოფებოდა. შედეგად, არავინ დაშავებულა.
მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
წყარო:niustv.com