“მა სი მიორქ!” პოლიციელი, რომელმაც ხვიჩას მანქანა იპოვა, ქართველი აღმოჩნდა გიორგი გეგუჩავა

0

ცოტახნის წინ ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა მოპარეს. ამბავმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც საქართველოში, ისე იტალიაში. ხვიჩას მანქანა რეკორდულ დროში მოიძებნა. სამართალდამცველების შეფასებით, ავტომობილი კარგ მდგომარეობაშია და ის უკვე პატრონს დაუბრუნდა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქურდი ქართველი იყო, რაც საბედნიეროდ, ტყუილი აღმოჩნდა.
თავად პოსტის ავტორმა, რომელმაც ბოროტად იხუმრა, „ქართველი ქურდის“ შესახებ, მოგვიანებით ასეთი რამ დაწერა.

„ქურდი არა, მაგრამ პოლიციელი, რომელმაც ხვიჩას მანქანა იპოვა, ნახევრად ქართველი აღმოჩნდა. ჯორჯო მარგალინი-გეგუჩავა:

,,მე ბავშვობიდან ნაპოლის თავგადაკლული ფანი ვარ. დღეს ვისვენებდი, მაგრამ როგორც კი გავიგე ხვიჩას მანქანა მოპარესო, სახლში ვერაფრით გავჩერდი. შატოდან სამსახურში საკუთარი მოტოციკლით გამოვცხადდი და ბიჭებთან ერთად შევუდექი ძებნას. ძალიან გამიმართლა, მანქანა მალევე ვიპოვეთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ისტორიული სამშობლო ასე გავახარე. ვიცი როგორ ნერვიულობდა ყველა. ამან უფრო მეტი ძალა მომანიჭა. აქამდე არ მიფიქრია საქართველოში წამოსვლაზე. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ იქ ცხოვრება მინდა. ცოლსაც ქართველს მოვიყვან. დედა მიყვება ხოლმე ქართველი გოგონების სილამაზის და ინტელექტის შესახებ. ქართულად და მეგრულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცი, აწი მეტს ვისწავლი. გენაცვალე საქართველოვ! მა სი მიორქ! “ჯორჯო მარგალინი-გეგუჩავა 27 წლისაა და კარაბინერად 3 წელია მუშაობს. [De La Sporta ItaLya]“, – დაწერა სტეფანიამ.

პოსტის ავტორმა მოგვიანებით დაწერა რომ იხუმრა და აინტერსებდა რა რეაქცია ექნებოდა ხალხს.

”„გამიჩნდა იდეა, მეხუმრა და უკვე პოლიციის მხრიდან მომეძებნა ,,ქართული კავშირები“ – სულ კრიმინალთან რომ არ გაგვეიგივებინა თავი. თან მაინტერესებდა, რა რეაქცია იქნებოდა. ვინაიდან ემიგრაცია ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, ჩავსვი ეს კომპონენტიც – ემიგრაციაში დაბადებული ბიჭი როგორ გულშემატკივრობს იქ ჩასულ ქართველს და უჩნდება საქართველოში ცხოვრების სურვილიც…“ – ამბობს კვირის პალიტრასთან პოსტის ავტორი

Share.