“მარშუტკა პირდაპირ სილამაზის სალონში შევარდა, საშინელი ავარია იყო..” – ნახეთ საზარელი კადრები ადგილიდან

0

თბილისში, გლდანის მე-5 მიკრო რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დისტრიბუციის მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც დისტრიბუციის მანქანა იქვე არსებულ სილამაზის სალონის შესასვლელს დაეჯახა.
დაშავებულებიდან ერთ-ერთი სალონში მყოფი პირია, დანარჩენები კი, მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომები არიან.

ვრცელდება ვერსია, რომ მიკროავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა, რის გამოც, აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

წყარო:siaxle.club

Share.