”მარშუტკაში მძღოლმა წითელი კოლოფი ამოიღო და გოგონას გაუწოდა, გოგონა უცებ დაიბნა თუმცა..” – ნახეთ შემდეგ ისეთი რამ მოხდა ყველა მგზავრი ტაშს ვუკრავდით

0

„რამდენიმე დღის წინ, ყვითელ მიკროავტობუსში უცნაურ ამბავს­ შევესწარი:
მძღოლმა ჯიბიდან წითელი ხავერდის კოლოფი ამოიღო და გაჩერებაზე ჩასასვლელად მომზადებულ გოგონას თავისი შვილის სახელით ცოლობა სთხოვა. დაბნეულმა­ გოგონამ­ ჯერ მგზავრებს გამოგვხედა, შემ­დეგ მძღოლს შეხედა და ის იყო, ჩასვლა დააპირა, რომ მიკროავტობუსში 21-ოდე წლის ბიჭი ამოვიდა, მძღოლს წითელი კოლ­ოფი გამოართვა და იმავე კითხვით გოგონას მიმართა.
დაბნეულმა ქერათმიანმა თანხმობის ნიშნად თავი დახარა და

მის წინ დაჩოქილ ყმაწვილს გადაეხვია. ახალგაზრდები ტაშითა და შეძახილებით ჩავაცილეთ მიკროავტობუსიდან.
სამამამთილომ კი გვითხრა – „ჩემს ერთადერთ ვაჟს პირველი კლასიდან უყვარს თანაკლასელიო. მერე გაიღიმა და – დღეს ყველას უფასოდ გემსახურებითო.“
ამ შემთხვევამ ძველი დრო გამახსენა, ოჯახები გარიგებით ან მოტაცებით, უსიყ­ვარულოდ რომ იქმნებოდა. დღეს, საბედნ­იეროდ, ახალგაზრდების უმრავლესობა მეუღლეს თავისი სურვილით ირჩევს“. – წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი.­წყარო:geoambebi.com

Share.