გუშინ საზარელი ავარია მოხდა კახეთში, კერძოდ სოფელ თოხლიაურში. საზარელ ავარიას ერთი ოჯახის 3 წევრი ემსხვერპლა. დაღუპულია ახალგაზრდა კაცი, მისი 3 წლის შვილი და ბებია. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი და 54 წლის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო მცირწლოვანი – კლინიკაში გადაყვანის შემდეგ. შეჯახების დროს დაშავდა კიდევ სამი ადამიანი,
მათ შორის სატვირთო მძღოლი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. რა გახდა ავარიის მიზეზი ფაქტზე, დაწყებულია გამოძიება.
”საშინლება იყო, მანქანისგან მხოლოდ საბარგულიღა იყო დარჩენილი…” – დაწერა ერთ-ერთმა თვითმხილველმა სოც ქსელში.