“მანქანამ რამდენჯერმე გადატრიალდა…” – ზურა ყიფშიძის შვილი საშინელ ავარიაში მოყვა, ნახეთ როგორია მისი მდგომარეობა

0

ზურა ყიფშიძის ქალიშვილი, ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში საკუთარი ამოყირავებული მანქანის ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ავარიაში მოჰყვა და უვნებლად გადარჩა.
“მადლობა ღმერთს, გადავრჩი. ბევრი მწერთ და ვერ გპასუხობთ. არ ვიცი, საიდან გავრცელდა ჩემი ავარიის ამბავი, მაგრამ მთავარია გადავრჩი და არაფერი ცუდი არ მჭირს. ერთი ვიცი, რომ უფალს ვუყვარვარ” – წერს ლენუკა “ფეისბუქზე”.
ლენუკა ავარიის დეტალებს იხსენებს და გვიყვება, რომ საბურავების გამოსაცვლელად უნდა მისულიყო და

გზად ეს ავარია მოუვიდა კიდეც.
ლენუკა ყიფშიძე: – საბურავები უნდა გამომეცვალა, ამისთვის მივდიოდი. იქვე მეუღლე მელოდებოდა. ბაკურიანიდან ახალი ჩამოსული გახლდით. ზურამ ეს რომ გაიგო, გამთათხა, რატომ არ გამოცვალე საბურავებიო.

წარმოიდგინეთ, ბაკურიანიდან მშვიდობით ჩამოვედი, იქ შვილი და მეგობრები დავტოვე და… “ვეფხი და მოყმეს” ასახვევთან ავფრინდი და დავფრინდი. 38 წლის ვარ და მსგავსი რამ კი არა, უბრალოდ არ გამიჩხაპნია მანქანა. ბორდიურზე ავვარდი, ხე გადამიტეხია, ორჯერ გააკეთა მანქანამ სალტო და სახურავზე დაეცა. ფილმებში რომ ხდება, წამებში… რამე არ მომივიდეს-მეთქი, გავიფიქრე. მარტო ვიყავი. მერე წიხლი ვკარი კარს და გადმოვედი. ხალხი დამეხმარა. იქვე ბიჭები ამბობდნენ, მსგავსი რამ ფილმებში თუ გვინახავს. არ გვეგონა, რომ ამ ავარიიდან გადარჩებოდიო.

ახლა ვწევარ, რომ გადამიღონ თავზე ტომოგრაფია. თავს კარგად ვგრძნობ. მანქანა გადასაგდებია და იმას მივტიროდი… წყარო:sauketeso.club

Share.