“მამუკა საღ გონებაზე იყო ნარკოზამდე და თქვა რომ..” – ნახეთ მამუკა ონაშვილის და პირველ სულისშემძვრელ კომენტარს აკეთებს

0

ტრაგიკულად გარდაცვლილი მომღერლის მამუკა ონაშვილის დამ, ძმის შესახებ “სხვა ნანუკას” ეთერში ისაუბრა.
მაია ონაშვილმა აღნიშნა, რომ ნარკოზამდე მამუკა საღ გონებაზე იყო და მან ოპერაცია ვერ გადაიტანა.
“დიდი სხვაობა არ იყო, გარეთ მამუკასა და შიგნით მამუკას შორის. იყო ძალიან თბილი, მოსიყვარულე, უსაზღვროდ კეთილი.
„შემოგევლე, გენაცვალე“ – ასე ამბობდა ყველას მიმართ.

ეს სიყვარული ახლა უფრო დავინახე, მე მგონი თვითონაც გაუკვირდებოდა. ძალიან გაუკვირდებოდა იმიტომ, რომ ადამიანი არ დარჩა, ვინც არ იტირა. მადლობა ამ სიყვარულისთვის, ეტყობა დაიმსახურა, თვითონ ვერ გრძნობდა.

ძალიან თავმდაბალი იყო, არასოდეს არ გამოუყენებია თავისი სახელი.

სადმე რომ გავდიოდით და გააჩერებდა მანქანას, მოვიდოდნენ, ეტყოდნენ “ბატონო მამუკა როგორ გვიყვარხარო…”

ბოლოს რომ გაჩერდა ეს ყველაფერი ვუთხარი, კიდევ ახსოვხარ ხალხს მეთქი…

ძალიან უჭირდა სულიერად, გიჟდებოდა ისე უყვარდა თავისი საქმე, სიმღერა მენატრებაო ამბობდა.

მით უმეტეს პანდემიის პერიოდში, ჩავჯექით ყველა სახლში, თან კოვიდი გადაიტანა ორჯერ.

ძალიან შრომისუნარიანი იყო, მაგრამ ბოლოს დეპრესიამაც შეიპყრო…დეპრესიის მიზეზი იყო ის, რომ სახლში დაჯდა, მოეშვა.

ბოლო პერიოდში იყო ქორწილები, დაბადების დღეები, ეხმარებოდნენ მეგობრები, რომლებიც მხარში ედგნენ…

მამუკა ონაშვილის დამ ტრაგედიის დღეც გაიხსენა.

4 მეგობარი, რომელიც ხშირად ხვდებოდა ერთმანეთს საჭმელად წავიდა.

არ ვიცი რატომ გამოვიდნენ რესტორნიდან, ვერ გავიგე რა მოხდა. დღემდე არ ვიცი დეტალები. თვითონ არ იჯდა საჭესთან…

ბოლო წუთამდე, ნარკოზამდე იყო საღ გონებაზე, კატეგორიულად გააფრთხილა მეგობრები, რომ დედაჩემს და ჩემს დას არ უთხრათ, სანამ ოპერაცია არ დამთავრდებაო და მე გავიგე მეორე დღეს.

ოპერაციას ვერ გაუძლო. საღ გონებაზე იყო, ხუმრობდა თურმე, გული გაუჩერდა მერე, წნევას ვეღარ არეგულირებდნენ,“ – აღნიშნა მამუკა ონაშვილის დამ.
წყარო:dainteresdi.club

Share.