“მამებო სად ხართ გაწყდა ახალგაზრდობა,სიმწრისგან ტირის სამყარო..” – ნახეთ რას წერს მასწავლებელი 15 წლის მოკლულ ბიჭზე

0

სოციალურ ქსელში უკვე ვრცელდება დავითის ფოტოები. დათოს მეგობრები, მასწავლებლები და ახლობლები ემშვიდობებიან.
ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, რომლის მოსწავლეებიც დავითის მეგობრები იყვნენ, მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.
„კიდევ ერთი დათუნა! კიდევ ერთი დაჩეხილი 15 წლის ბიჭი! ამჯერად სანზონელი, სიცოცხლით გაუმაძღარი პატარა ოქროსგულა დედის იმედი!
ამას გათენება არ ჰქვია! დღეს მზეც ტირის და თვალებს ვერ ახელს… დღეს 15-16 წლის ბიჭები მკვლელებად იქცნენ, რა ვქნათ? მკვდარი და ცოცხალი ყველა ერთად უნდა ვიტიროთ!

გესმით, სიმწრისაგან ტირის სამყარო? შევიშალეთ, მართლა შევიშალეთ! ჩაჰკიდეთ შვილებს ხელები და ელაპარაკეთ-სიყვარულზე, მიტევებაზე, კაცობაზე ელაპარაკეთ! მეც, შენც და ყველამ ერთად ველაპარაკოთ! გული გავუთბოთ, თორემ დაგვრჩა ეს ქვეყანა უადამიანოდ.

სად ხართ, მამებო? ძვირფასო დედებო! მასწავლებლებო! მოძღვრებო! ქვეყნის ვაი-ჭირისუფალო!

გაწყდა ახალგაზრდობა! უკვე აღარ გვყავს კიდევ მერამდენე დათუნა. დაუსკდათ გულები ჩემს მოსწავლეებს. ამას გათენება აღარ ჰქვია. ასე არ გათენდება.“,- წერს ერთ-ერთი მასწავლებებელი სოციალურ ქსელში.

Share.