“მამა ჩემით იამაყებდა,კობამ უკანასკნელად ეს სიტყვები მითხრა..” – ნახეთ ნახეთ რა უთხრა უკანასკნელად კობა დავითაშვილმა მის ვაჟს და რას საქმიანობს ის

0

ორი დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის შვი­ლის, თორ­ნი­კე და­ვი­თაშ­ვი­ლის მი­მარ­თვა. წე­რი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბას შე­ე­ხე­ბო­და და ახალ­გაზ­რდა წერ­და, რომ შუ­რის­ძი­ე­ბას კარ­გი არა­ვის­თვის მო­უ­ტა­ნია. თორ­ნი­კე უკვე ხუთი წე­ლია გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს. Ambebi.ge-სთან იხ­სე­ნებს მა­მას­თან ბოლო შეხ­ვედ­რას და ამ­ბობს, რომ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც მის­მა ოჯახ­მა გა­და­ი­ტა­ნა, დედა მის­თვის გმი­რია.

– თორ­ნი­კე, ძა­ლი­ან დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია თქვენ­მა წე­რილ­მა, პირ­ველ რიგ­ში თქვენ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით, რას საქ­მი­ა­ნობთ…
– დიდი მად­ლო­ბა, რომ დროს მით­მობთ. უკვე მე­ხუ­თე წე­ლია, რაც DAAD-ს სტი­პენ­დი­ით ვიმ­ყო­ფე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ჰა­ი­დელ­ბერ­გში და ვსწავ­ლობ სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე. პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ მეც­ნი­ერ-ასის­ტენ­ტად რო­ბო­ტი­კი­სა და მი­ნი­მა­ლუ­რი ინ­ვა­ზი­უ­რი ქი­რურ­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.
– ელო­დით, რომ თქვენს წე­რილს ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვე­ბო­და, ხომ არ ინა­ნეთ მისი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა?

– არა, პა­ტა­რა­ო­ბი­დან არ მიყ­ვარ­და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, როცა მა­მას წერ­დნენ, მუდ­მი­ვად ცუდი რამე ხდე­ბო­და. უბ­რა­ლოდ, გარ­შე­მო ყვე­ლა და­ნევ­რო­ზე­ბუ­ლია ამ ამ­ბით და ხში­რად გვა­ვი­წყდე­ბა, რომ ემო­ცი­ებ­ზე მაღ­ლაც კი კა­ნო­ნი დგას. მა­მა­ჩე­მიც სწო­რედ კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის­თვის იბ­რძო­და. ამი­ტომ არ მი­ნა­ნია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მამა ია­მა­ყებ­და ჩე­მით და კარგ რჩე­ვებ­საც მომ­ცემ­და ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

– მა­მას­თან ბოლო შეხ­ვედ­რას რო­გორ გა­იხ­სე­ნებ­დით?
– ძა­ლი­ან თბი­ლად. მე და მამა სულ ვჩხუ­ბობ­დით და ვკა­მა­თობ­დით, ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ში ცდე­ბო­და ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ რაც უფრო გარ­თულ­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, უფრო და­ვახ­ლოვ­დით. ბო­ლოს ძა­ლი­ან თბი­ლი სა­უ­ბა­რი გვქონ­და, ალ­ბათ ეგ მაძ­ლე­ბი­ნებს დღემ­დე ემო­ცი­უ­რად.
წყარო: ambavi.club

Share.