მეზობლების ინფორმაციით, პირი, რომელმაც ვაზისუბანში მძინარე მშობლები, ზაზა ბეროზაშვილი და ლალი თავაძე ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა, კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.ბეროზაშვილი საზღვარგარეთ მუშაობდა და
საქართველოში პერიოდულად ჩამოდიოდა, იგი ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე მიწვეული ტრენერი იყო და საჯარო ლექციებს ატარებდა.
როგორც ერთ-ერთი მეზობელი ჰყვება, მოკლულებს დაკავებულ გიორგი ბეროზაშვილის გარდა, კიდევ ორი შვილი ჰყავდა, ოჯახის წევრებს კი ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
მისივე ცნობით, დაკავებულ გიორგი ბეროზაშვილს ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონია და არც აზარტულ თამაშებს თამაშობდა.
მეზობლის თქმით, ხანძრის შესახებ დაკავებულს დებმა დაურეკეს, რადგან ის შემთხვევის ადგილიდან დიდი ხნის წასული იყო