“მამა გაბრიელი ამბობს რომ დათი..” – ნახეთ რა იწინასწარმეტყველა მამა გაბრიელმა დათიზე

0

მანანა ხორბალაძეს “პრაიმტაიმის” მკითხველი კარგად იცნობს. მამა გაბრიელის სულიერ შვილს დათიზე ხილვა ჰქონდა. აი, რას გვიყვება ექსკლუზიურად ქალბატონი მანანა.
მანანა ხორბალაძე: თავიდან, როდესაც ეს თავზარდამცემი ამბავი შევიტყვე, ადგილს ვეღარ ვპოულობდი, ცრემლები ღვარად მდიოდა. წარმოვიდგინე, რა დღეში იყო ჩემი ქრისტი, ირაკლი. ქრისტის ბავშვობამ ჩემს თვალწინ გაიარა. უსაყვარესი და გამორჩეული ბავშვი იყო, თავისი სათნოებით და სიკეთით. ვფიქრობდი, რა გაუსაძლის დღეში იყო ჩემი მეგობარი ნინო (დათის ბებია).

მაშინვე დედა პარასკევას დავურეკე. მითხრა, ახლავე მივდივარ თბილისში, დრო ძალიან ცოტა დარჩაო. დავურეკე ჩემს მეჯვარეს ნინოს და ვუთხარი, რომ დედა პარასკევა მიდიოდა მათთან. ძალიან გაუხარდა. როდესაც რეანიმაციაში დედა პარასკევა შევიდა, დათის მამას გაბრიელის ქუდი დააფარა. ამ ამბის შემდეგ მთელ ოჯახს უდიდესი იმედი ჩაესახათ და ის ურვა და დარდი, თითქოს სადღაც გაუქრათ. ცოტა ხანში მირეკავს დედა პარასკევა და მეუბნება, მამა გაბრიელი ამბობს, დათი გადარჩება და ძალიან კარგი კაცი იქნება, მაგრამ წინ უდიდესი განსაცდელები და უამრავი ოპერაციები ელოდებაო.
წყარო:statiebi.club

Share.