ანუკი მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც კახეთის საპატრულო პოლიციას მადლობას უხდის.
“გამარჯობა, დღეს დავრწმუნდი რამდენად მაგარი პოლიცია გვყვავს და რამდენად ძლიერია ქართველი ერი! მეამაყება, რომ ღირსეული თანამშრომლები ამართლებენ სიტყვებს: #ვემსახურებისაქართველოს
დღეს, საღამოს საათებში ავტომობილით გადაადგილებისას სრულიად მოულოდნელად მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, ჩვენ უკან მოძრაობდა პატრული, რომელმაც წამის მეასედში დაიწყო დახმარება და რეაგირება.
მამას, რომელსაც გულის პრობლემები აქვს და დაინახეს მისი მდგომარეობა ნერვიულობის ფონზე, პრობლემის მოგვარება დაიწყეს მისი დაწყნარება და დახმარება, არც კი მიუშვეს ახლოს ისე ეხმარებოდნენ, თან ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას და მამას გამხნევებას არვიცი სიტყვებით როგორ გადმოვცე რამდენად კარგი ეკიპაჟი მოძრაობდა საღამოს საათებში (კახეთში, ჩალაუბანი-ბაკურციხე)
ფოტოზე კარგად ჩანს კადრები, ეს ადამიანები იყვნენ პატრულ-ინსპექტორი: გელა მამისაშვილი და ათმეთაური ვლადიმერ გელაშვილი!!! არ შემიძლია სიტყვებით გადმოვცე იქ განცდილი ემოცია. სხვისგან გაგონილს არც დავიჯერებდი. უღრმესი მადლობა და დიდი პატივისცემა ჩემგან მათ” – წერს ანუკი მჭედლიშვილი.