“მაკანკალებს ისე ცუდად ვარ,არ ვაპირებდი არაფრის დაწერას მაგრამ..” – ნახეთ თიკა ჯამბურიას მოულოდნელი განცხადება

0

ცნობილი ქართველი მომღერალი თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში ირუ ხეჩანოვის შესახებ წერს. ის იმ სკანდალს ეხმაურება, რომელიც ვოისის გამარჯვებულის გარშემო აგორდა. თიკას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:“საერთოდ არ მინდოდა არაფრის დაწერა , მაგრამ ცუდად ვარ ორი დღეა ისეთ სტატუსებს და პოსტებს ვხედავ, მაკანკალებს !!!!!
ისე მაგრად, როგორც ქართველ ხალხს ერთი ადამინის, ამოჩემება და ჩაქოლვაში გვერდით დგომა გამოგდით , ეგრე მართლა არაფერი არ გამოგდით )))

მიუხედავად იმისა , რომ ლიკა სირაძე და თინა დათიკაშვილი იყვნენ ჩემი ფავორიტები , და ძალიან გამიხარდებოდა მათ მოეგოთ, ეს იმას არ ნიშნავს , რომ ახალგაზრდა ნიჭიერ გოგოს ქვები ვესროლო , ვლანძღო და ვწყევლო ….. რა ხდებ ხალხოოო !!! რა დღეში ხართ , მცხვენია მართლა თქვენს მაგივრად , ისეთ სტატუსებს წერთ .

დიახ მეც არ მომეწონა მისი ინსტერვიუ , დიახ ჩემს გემოვნებაშიც სხვა მომღერალი უფრო ჯდებოდა , მაგრამ ამ გოგოს შრომის მოყვარეობამ და მონდომებამ ამ კონკურსის ფარგლებში ჩემი გაოცებაც გამოიწვია , ვხედავდი როგორ იყო მონდომებული და ვხედავდი თუ , როგორი განსაკუთრებული და გამორჩეული სურვილი ქონდა ევროვიზიის ….

ასე , რომ არაუშავს ისწავლეთ , თანაგრძნობა , ისწავლეთ სხვების გრძნობების და სურვილების გაგებაც . ამ უნიჭოერეს ბავშვებს წინ უზარმაზარი გზა და მომავალი აქვთ , დარწმუნებული ვარ ისინი ყველა ძალიან დიდ წარმატებაზ მიაღწევენ , იმიტომ რომ, მონდომებული და ნიჭიერი ადამიანები არ იკარგებიან …… ირუს კი წარმატებები იმ გზაზე რაც აშკარად მისი ცხოვრების აზრი იყო… და აცადეთ ადამიანებს და შეარგეთ ოცნებების ახდენა ✨”
წყარო:siaxle.club

Share.