ბოლო რამდენიმე თვეა კულუარულად საუბრობენ, რომ წყვილის სიყვარულს დრომ ვერ გაუძლო. ამ ინფორმაციის ნამდვილობას კიდევ უფრო ამყარებს მათი სოციალური ქსელები, რადგან არც ერთი მათგანის გვერდებზე წყვილის საერთო ფოტოები აღარ იძებნება.
მარიამ კეკუა ამჯერად გადაცემაში „დღის პოსტი“ იყო სტუმრად, სადაც სპორტსმენთან დაშორების შესახებ ფაქტობრივად პირველად ისაუბრა და დაადასტურა დაშორება,
ასევე დასძინა, რომ მისი გული ამჯერად დაკავებულია. „ჩემთვის ურთიერთობაში მთავარია 3 რამ – ერთგულება, პატივისცემა და ნდობა. ნდობა თუ არ არის ურთიერთობაში, იქ არაფერს აზრი არ აქვს. ჩემთვის ურთიერთობაში ასევე მთავარია ბიჭის ხასიათიც. ლაშა ძალიან კარგი ბიჭია, თუმცა არ ვაპირებ ჩემ პირადზე საუბარს და მირჩევნია უფრო ზოგადზე ვისაუბრო. თუმცა მინდა გითრხათ, რომ ჩემი გული დაკავებულია…“, – ამბობს მარიამ კეკუა.