“ლაშას ყველაზე მეტად ეხლა ესაჭიროება ხალხის დახმარება,მას ქირურგიული..” – ნახეთ რა დაემართა კომედი შოუს მსახიობს

0

იუმორისტ ლაშა გაბუნიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „მედიცენტრი“ ავრცელებს.
„ყველასთვის საყვარელ მსახიობს, რომელიც მუდმივად ჩვენს განწყობაზე ზრუნავს, დღეს ჩვენი დახმარება სჭირდება. რამდენიმე წლის წინ საბედისწერო დღე დადგა ლაშა გაბუნიასთვის, ავარიის შედეგად ლაშამ ხერხემალი დაიზიანა, იმ მომენტში თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ დაავადებამ წლების შემდეგ იჩინა თავი…

ლაშას ხერხემალზე რამდენიმე თიაქარი ჰქონდა რომელიც ძლიერ ტკივილებს იწვევდა… პირველ რიგში, კისრის მალის ოპერაცია ჩატარდა საქართველოში, ოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა აუცილებელი გახდა მე-4 და მე-5 მალაზე ქირურგიული ჩარევა.

კომპანია „მედიცენტრის“ დახმარებით ლაშა მოხვდა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც პროფესიონალი ექიმების ჩარევით გაუკეთდა ოპერაცია.

მიუხედავად ექიმების დიდი მონდომებისა და მცდელობისა, დღეს ქირურგიული ჩარევა საჭიროა მე-7 და მე-8 მალაზეც, სამწუხაროდ, პრობლემას თავი ვერ ავარიდეთ და საბოლოო გამოჯანმრთელებამდე სულ ცოტა დაგვრჩა… გამარჯვება დღეს ლაშასთვის 25 000 დოლარი ღირს ( ოპერაცია და რეაბილიტაცია)

დღეს ლაშას ყველაზე მეტად ვჭირდებით, ყველა ნაცნობი და უცხო ადამიანი უნდა გავერთიანდეთ და ლაშას გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ. თქვენი იმედი გვაქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:statiebi.club

Share.