“ლამის კარი გაანგრია, გავარდა გარეთ, ხუთ კიბეს ახტებოდა და იძახდა, გამიშვით, ბავშვებო, მასწავლებელი ვარო..” – ნათია ჩხეტიანი

0

ადვოკატი, ნათი ჩხეტიანი, დღევანდელ მიწისძვრას ეხმაურება და სოციალურ ქსელში, მისი ბავშვობის ისტორიას იხსენებს:
“90-იანებში მახსოვს როგორი პანიკა იყო. ვათენებდით ეზოში.
სკოლაში მერხები რომ დაიწყებდა რწევას, თან ძირს ცვიოდა ჩანთები და წიგნები იწყებოდა სრული ქაოსი.
ერთ დღესაც ვზივართ ისტორიის გაკვეთილზე, გელა კეთილაძე გვასწავლიდა ისტორიას, ჩემი რვეული, წიგნი გადავარდა ძირს, დაიწყო რწევა მერხმა, ჩამოვარდა დაფა, მივარდა მასწავლებელი კარებს, ჩაიკეტა კარი, ეძაძგურება მთელი ძალით.

ძალიან მაღალი კაცი იყო, მივცვივდით ყველანი კართან, გაიღო თუ გამოვგლიჯეთ აღარ მახსოვს. ეკვეხება ყველა კარებში, მასწავლებელი ყველაზე მეტად, არ ვუშვებთ არ გვიშვებს…

ბავშვებო არ გრცხვენიათ? გამიშვით მასწავლებელი ვარო და ლამის კარი გაანგრია, ისე გავარდა გადაგვასწრო ყველას, 5 კიბეს ახტებოდა და ბოლომდე იძახოდა გამიშვით ბავშვებო მასწავლებელი ვარო.”

Share.