”კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელეს, ისიც ვიცი ვინც ეს გააკეთა და ეხლა გეტყვით რატომ…” – გურამ ქართველიშვილის სკანდალური განცხადება

0

დრამატურგი, გურამ ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“შედეგი, რომელიც კარზეა —
ახლა თავის მოტყუება უკვე ზღვარია. ზღვარი, რომელიც კორონა ვირუსის მსოფლიო პანიკით შექმნეს გლობალისტებმა. ეს ის ზღვარი გახლავთ, რომელიც წერტილს დაუსვამს კორონამდე არსებულ ცხოვრების წესს და დაიწყებს იმ ახალი მსოფლიო საზოგადოების ფორმირებას, რისთვისაცაა მოგონილი კორონას აფიორა.

არადა ვხედავთ რომ ხელოვნურად გავრცელებული საშიში პანდემიით მიმდინარეობს იმ ზედმეტი ხალხთა მასების დაშინება — დათრგუნვა, რომლებსაც ამ ხელოვნურობის შედეგად მოტანილი კრიზისისთვის ამზადებენ. გაუქმდება სამუშაო ადგილები, წერტილი დაესმება სხვის იმედად მყოფი სახელმწიფოების იმედებს. ქვეყნები, რომლებიც მიიღებენ და დაემორჩილებიან გლობალისტების ერთმმართველობის სურვილს დაიჩიპებიან და ტექნოლოგიურ მონობაზე მოაწერენ ხელს. ეს მსოფლიო ხალხთა პარალიზების აფიორა ხომ იმ ძალების მოწყობილია, რომლებიც წელიწადში ყოველგვარი სავალუტო საფუძვლის გარეშე ბეჭდავენ 700 მილიარდ დოლარს და ამით ბატონობენ მსოფლიოს უმეტეს ნაწილზე.

ახალი მსოფლიო რეჟიმი და ეს ხელოვნურად შექმნილი დიდი კრიზისი განსაკუთრებით დაარტყამს კოლონიალურ პირობებში ჩაყენებულ და გლობალისტებისგან უკვე სულ-ხორციანა გაძარცულ ქვეყნებს. ასეთ ქვეყანათა სიის თავში კი საქართველო წერია.

რას ვაკეთებთ ქართველები იმისთვის, რომ ისედაც უმუშევრობის პიკზე მყოფმა ქვეყანამ ამ კრიზისს გაუძლოს? თამამად შეიძლება ითქვას რომ არაფერს. მთავრობა როგორც ყოველთვის ერთგულად ასრულებს გლობალისტების დავალებებს და მოსახლეობის შინაპატიმრობის რეჟიმში გადასაყვანად მოქმედებს.

არადა ისეთი მძიმე შემოდგომა გველის, რომ ყოველი გოჯი მიწაა მოსახნავი უკვე დღეს, რადგან გაზაფხულია და ახლაა სამუშაოები სოფლად ჩასატარებელი. თანაც ისეთ სოფლად საიდანაც იგივე ლიბერ-მთავრობების მიერ მიზანმიმართულადაა განდევნილი მოსახლეობა ათწლეულების მანძილზე. (ნაც-ბენდუქიძეურმა მოძრაობამ მთლად დააქცია სოფლის მეურნეობა, რომელსაც ოცნება აგრძელებს)

რას ვაპირებთ ქართველები რომლებსაც ემიგრაციიდან გამოგვდევნიან და აქ უმეტესი ქართველობა უმუშევარი დაგვხვდება? მიწა თვითონ მოიხვნება და ხვავიანი შემოდგომა დაგვეფრქვევა თავზე? თუ საკუთარი პიარით დაკავებული იუდა-პოლიტიკოსები იზრუნებენ ჩვენზე? ერი იმ ზომამდეა უკვე ლიბერ-პროპაგანდისგან დაზომბირებული, რომ ყველა შეფუთულ პიარს იჯერებს და გონია, რომ ცრუ პრემიერი, პრეზიდენტი და ეს უნამუსო პარლამენტარები გამოგვიძებნიან გამოსავლებს. არადა ეს ,,ჩვენი” გლობალისტების მიერ დადგენილი მთავრობები, ხომ მათივე ნების მონური აღმსრულებლები არიან და რატომ ვსასოებთ მათ? რამე კარგი გვახსოვს მათგან? არ გვახსოვს მაგრამ პიარ-პროპაგანდა ისე თარეშობს ჩვენ ტვინებზე, რომ პოპულისტური და ცარიელი განცხადებების გამო ლიბერასტი მთავრობის მამებს — ,,დღევანდელობის გმირებს” ვუწოდებთ და მათი იმედით ვართ გამოკეტილნი სახლებში მაშინ, როცა მიწას უნდა ვამუშავებდეთ და დოვლათს ვქმნიდეთ.

მე ვერ გეტყვით რომელი გლობალისტი მთავრობა რა სცენარით ,,დააჩმორებს” თავის ხალხს, მაგრამ საქართველოში მოვლენები სავარაუდოდ საარჩევნო ინტერესების მიხედვით განვითარდება. დღევანდელი საკომენდანტო რეჟიმი და შინა პატიმრობაც ამას ემსახურება. ქვეყნის ღალატში არაერთხელ შემჩნეულ ლიბერალ ქოცნაცებს მართლაც სულზე მოუსწრო კორონამ. ხალხი ისეა უკვე დაშინებული, რომ ის ნებისმიერ ,,მხსნელს” გაუწვება. მატერიალიზმით ბოლომდე მოწამლულ საქართველოში კი ისევ ფულით ითამაშებენ ლიბერალი მთავრობის კლანები. ჯერ არნახულ კრიზისს შექმნიან, ხოლა როცა ის პიკს მიაღწევს შემოდგომაზე, საარჩევნოდ მოაბნევენ მათხოვრულ დახმარებებს და ამ შიმშილის ზღვარზე მიყვანილ ერს ისევ ხრიკებით აარჩევინებენ თავს. ეს უკვე დღესავით ნათელია გონიერთათვის, ხოლო ტელეპროპაგანდით ტვინდაკოდილთათვის გახარია ისევ დროის გმირად დარჩება. სწორედ ასეთებს გამოიყენებენ საარჩევნო პროპაგანდისას, მათ მონურ მადას ერთხანს გამოაძღებენ და ისევ თავზე მოგვასხდებიან თავისი გლობალისტი ბოსების მიზნებით.

P.S. ამ სტატიას იმიტომ ვწერ, რომ უმძიმესი დროის წინ უფალთან, ხალხთან და საკუთარ თავთან ვიყო მართალი თორე ამ ერის იმედი, რომ არ უნდა გქონდეს კაცს ბევრჯერ დავრწმუნდი ქართული საქმის კეთებისას და ჩემი პოლიტიკური ნაბიჯებისას, რომელსაც უკვე ვნანობ. აცალეთ ქოცნაცებს და ჩიპიზაციასაც მოგასწრებენ მოკლე მეხსიერების პატრონო ქართველებო. სიმართლეზე კი იცინეთ და გაერთეთ, შემოდგომაც მალე მოვა და მერე ვიცინებთ ნოტებზე…

გურამ ქართველიშვილი”

Share.