“კორონავირუსი არის აუცილებლად მოსახდელი დაავადება, რომელიც ყველამ უნდა მოიხადოს” – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ვირუსს 80% აკლინიკური, ხოლო 20% კი – საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით მოიხდის.
“როგორ ჩემთვის, ასევე წამყვანი მეცნიერებისთვის უცნობია ამ ვირუსის სტრატეგია. ვიცით მხოლოდ ერთი რამ, რომ ეს მოსახდელი დაავადება აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს, დღეს არსებულმა კაცობრიობამ. 80% მოიხდის აკლინიკური ფორმით, 20% – საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით.
იცით “ბეცეჟე” ვაქცინის შესახებ როგორი ბუმია სამყაროში წამოსული. ალბათ ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით. ჩემი ძალიან დიდი იმედია, რომ ჩვენი ქვეყანა ამ პანდემიას მსუბუქად გადაივლის.
რაც შეეხება გამოსაჯანმრთელებელ პერიოდს, ეს არის ინდივიდუალური. ეს არის ინფექციური პათოლოგია. გააჩნია ორგანიზმს, რა განწყობა ექნება და რისკენ მივდივართ. ყველაფერი დაავადების შესახებ არის ინდივიდუალური.
მე ერთი რამ შემიძლია გირჩიოთ, სულ ვუყურებ გადაცემებს და ვეკონტაქტები მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, ვინც ამ დაავადებასთან ბრძოლაშია მონაწილეობს და ყველა ამბობს, რომ დაავადების გამოსავალი ორ რამეზეა დამოკიდებული – პირველი, ეს არის სომატური პათოლოგია და მეორე, ეს არის ფსიქოლოგიური განწყობა. ამიტომ ვიყოთ კარგ ფსიქოლოგიურ განწყობაზე”, – აღნიშნა რატიანმა.
წყარო:simartle.club