“კონტაქტი ვიყავი და თან სახლში ორსული ცოლი მელოდებოდა, ეგრევე უახლოეს კლინიკაში გავიქეცი..” – ნახეთ შევაღე კარი და

0

”დღეს ჩემს ძმაკაცს დაუდასტურდა კოვიდი და გამომდინარე იქიდან რომ კონტაქტი ვიყავი და თან სახლში ორსული ცოლი მელოდება, სამსახურიდან ეგრევე გავიქეცი უახლოეს კლინიკაში (რა თქმა უნდა ყველასგან ნაქებ „ევექსის“ კლინიკაში). გვიანდებოდა უკვე და ფიზიკურად ვერ ვახერხებდი სხვაგან მისვლას თორემ მაგ „სალობიეს“ არც გავეკარებოდი.„ცოცხალ რიგში ჩავდექი და 17:10 წუთზე გამოგვძახეს, რომ მხოლოდ 17:30 საათამდე მიიღებდნენ ბოლო ადამიანს. სამწუხაროდ ბოლო ვიყავი და 17:35 წუთზე მომიწია რიგმა. შევაღე კარი ყველანაირად ავუხსენი ჩემი სიტუაცია, მაგრამ დიდი დრო სჭირდება თურმე და ვეღარ მოასწრებენ საბუთების გადაგზავნას და მეტს აღარ მივიღებთო. – ბოლო ვარ მეთქი, ხალხი არ ხართ, 2 წუთის პროცედურაა სულ-თქო, მაგრამ რად გინდა?! ალბათ სახლში ეჩქარებოდათ და დამიკიდეს.

აღარ განვავრცობ მაგ დიალოგს, უბრალოდ მესირცხვილება ასეთ ქვეყანაში რომ ვინმე, კიდე იბრძვის პანდემიის დაძლევაზე, როცა ჩემნაირ პაციენტს უარს ეუბნებიან 2-წუთიან პროცედურაზე, მით უმეტეს გაციებული ვარ და თან კონტაქტი. კარგი-მეთქი, არ მიღებთ არ მიღებთ, ის მაინც მითხარით სად მივიდე, რომ ტესტი გავიკეთო-თქოო და არ ვიცითო, ხალხო.

წავედი ჯერ სანდრას კლინიკაში, ვიღაც დაცვა დამხვდა, ყველანაირად არაინფორმირებული. ალბათ გამვლელებისგან მოსმენილი ინფორმაციები მომაწოდა. რომ შევატყვე, რომ ჭორაობაში გადაუვიდა და ლამის ლუდზე დამპატიჟა, გამოვერიდე და გავიქეცი სამგორში.

სამგორის კლინიკაში, „სამგორ-მედი“ ერქვა თუ სწორად მახსოვს, კარავი იყო გაშლილი, ეზოში ძალიან საყვარელი ქალი იჯდა და პირველი, რაც ვკითხე იყო, ის თუ რომელ საათზე ასრულებდა მუშაობას. ისეთი პასუხი მივიღე სულ რომ კორონა მქონოდა, ალბათ ეგ სიტყვები მომარჩენდა, იმდენად მეამა გულზე, – დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბოლომდე აქ ვარ, სანამ ჩხირები არ ამომეწურებაო. დაითვალა და 19 ჩხირი ჰქონდა, ჩვენ კი 17 ვიყავით.

თბილად მიმიღო მეჩვიდმეტე პაციენტად, უარყოფითი პასუხითაც გამახარა და ეს მთელი პოსტიც მაგ ქალის სიყვარულში დავწერე.

მადლობა ჯერ კიდევ შემორჩენილო, კეთილო ადამიანებო. ევექსის დედა „მოვ”/&@“ და დავაყოლე ზედ მისი დამფუძნებელიც

დაზღვევა მაქვს იმისთანა, მტერს შეშურდება, რომ ევექსია ჩემი მარჩენალი!“ – წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქის მომხმარებელი დავით თოქმაძე.
წყარო:niustv.com

Share.