“კლინიკიდან დაურეკეს და ჩემზე რაღაცეები ელაპარაკეს მარიტას ეს ძალიან მძიმე და..” – ნახეთ რას ჰყვება მარინა ჯანაშიას სიძე

0

მარი ჯანაშიას ოჯახში წყვილების სახელები გამეორდა. მსახიობის მეუღლე, მხატვარი თემო გოცაძეა, შვილიშვილის, მოდელ მარიტა ჯანაშიას ქმარი კი – მომღერალი, თემო საჯაია გახლავთ. ასე, რომ სახელებთან დაკავშირებული ოჯახური ტარდიცია გრძელდება.თემო საჯაია “პრაიმტაიმთან” ქალბატონ მარინას იხსენებს. ერთმანეთი ტელევიზიაში გაიცნეს. შემდეგ თემო და მარიტა დაახლოვდნენ, ერთმანეთი შეუყვარდათ და ასე გახდა ამ ცნობილი ოჯახის სიძე კიდევ ერთი თემო.თემო საჯაია: – შეყვარებულები რომ ვიყავით, მე და მარიტა ხშირად დავდიოდით ცხვედაძეზე, მათთან სტუმრად სახლში. საოცარი ადამიანი იყო. ეს ყველაფერში გამოიხატებოდა, ჩემს მიმართ დამოკიდებულებაში იქნებოდა თუ

– ზოგადად.წელიწადნახევარი გვქონდა ურთიერთობა, თუმცა მოვასწარით, რომ ერთმანეთი ძალიან შეგვყვარებოდა.

ძალიან კომფორტული იყო მასთან ურთიერთობა. ინტელიგენტური და უსაშველოდ განათლებული ქალი იყო. მე და მარიტას ლიტერატურა გვიყვარს და ჩვენი საუბრის თემები, ხშირად, წიგნები და ლიტერატურა იყო. თანამედროვე მწერლობას გამოსვლისთანავე ეცნობოდა. აუცილებლად უნდა წაეკითხა. მერე ვისხედით და ვარჩევდით თანამედროვე ავტორებს.

ისევე, როგორც სცენაზე და ტელევიზიაში, პირად ურთიერთობებშიც ძალიან მოწესრიგებული იყო. მასთან ურთიერთობისას მისი ეს თვისება გვიქმნიდა დიდ კომფორტს. იმდენად უშუალო და უბრალო იყო, საერთოდ ვერ ვგრძნობდი, რომ ამხელა მსახიობთან ვიყავი სახლში და ვსაუბრობდით.

გოცაძეებთან სახელების ტრადიციაა – მარინას და თემოს შვილსაც თემიკო ქვია და მათ შვილიშვილსაც… მეც კიდევ ერთი თემო დავემატე. თემოს დაძახებაზე, მოკლედ… ძალიან სასაცილო მომენტი იყო. არ ვიცი, რა დაგიძახოო, მითხრა ქალბატონმა მარინამ. რაც გინდათ, ის დამიძახეთ-მეთქი და მერე ჩვეულებრივ, თემოს მეძახდა.

ჩემი მარიტა განსაკუთრებული შვილიშვილი იყო მისთვის. მარინა ახალგაზრდა იყო, მარიტა რომ დაიბადა. რეპეტიციებზე დაყავდა და უახლოესები იყვნენ. ის, რომ მარიტამ სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა, ესეც მათი ურთიერთობის ერთგვარი “გავლენა” იყო. მეგობრობდნენ. იშვიათად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.

ვინც არ უნდა იყოს, ყველა ბებია, ბებიაა და მარინაც გულით გვმასპინძლობდა… ჭამას “გვაძალებდა”…

მარინა პირველი იყო, ვისაც საიდუმლოდ გავანდეთ, რომ შვილს ველოდებოდით. მარიტამ ადრეულ ეტაპზე გაიგო, რომ ორსულად იყო. არავისთვის არ გვითქვამს, მხოლოდ ბებოს უთხრა და სხვათა შორის, ძალიან დიდ ხანს შეგვინახა საიდუმლო, ქმარსაც კი არ უთხრა. მერე უკვე ვუთხარით, ბაბუსთვის ეთქვა და მასაც გახარებოდა ეს სიახლე. ისე არაფერს ელოდებოდა, როგორც ივნისის დადგომას, ჩვენი პატარას დაბადებას. (ბიჭს ველოდებით.)

ჩვენთვის სამწუხარო იყო ის, რომ ბოლოს ვერ ვნახულობდით, კლინიკაში კოვიდპანდემიის გამო შესვლა გამორიცხული იყო… ბოლოს მარიტას დაურეკა და რაღაცები ჩემზე ელაპარაკა. ახლა ვერა და ოდესმე, ალბათ, ვიტყვი, რაც ელაპარაკა… ეს იყო მძიმეც და სასიამოვნო პირადული საუბარი…

მარინა ჯანაშია ღვიძლის სიმსივნეს ებრძოდა, წლების წინ გაიკეთა რამდენიმე ოპერაცია. თითქოს ყველაფერი ცუდი უკან იყო, მაგრამ მარტში მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მას პერიოდულად კლინიკაში აყოვნებდნენ… უკანასკნელი სამი დღე რეანიმაციულ განწყოფილებაში გაატარა. მსახიობი 27 მაისს კლინიკაში გარდაიცვალა.წყარო:dainteresdi.club

Share.