“კლასელებმა სასტიკად მოკლეს და შემდეგ საშინელი რამ გაუკეთეს..” – ნახეთ ახლახანს კიდევ ერთი ბიჭი უმძიმეს ვითარებაში მოკლეს

0

ათდღიანი ძებნის შემდეგ დედოფლისწყაროელი ბიჭის ცხედარი ლეღვაში ტყეში დამარხული იპოვეს. 2003 წელს დაბადებულ გიორგი ალხანიშვილს პოლიცია 22 მაისიდან ეძებდა.
“პოლიციამ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი დააკავა
გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, გ.ა. მეგობრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეგობრის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა გ.ა.-ს.
მიყენებული დაზიანებების შედეგად,

ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა და 2003 წელს დაბადებულ ა.ა.-მ, გ.ა.-ს ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ა. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.ა.-ს მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ: 2003 წელს დაბადებული დ.მ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ჯ. , თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.
სამართალდამცველებმა ორივე პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.
გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ, 19 მაისს, გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე, ქვეყანა დატოვა.
სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ პირს, მკვლელობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 375- მუხლის მე-2 და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას გულისხმობს” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში

Share.