“კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება უამინდობა საქართველოში..” – ნახეთ სინოპტიკოსები მოქალაქეებს აფრთხილებენ

0

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.3-4 მაისს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.

5 მაისიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გავრცელდება გრილი და ნოტიო ჰაერის მასები. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება და წვიმა, ზოგან ძლიერი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 2 და 5 მაისს +14, +16, ხოლო 3-4 მაისს +20, +22 გრადუსის ფარგლებში იქნება.
წყარო:dainteresdi.club

Share.