“კიდევ იტყვის ვინმე სასწაულები არ ხდებაო,მარიტას მშობლებს 13 წელი შვილი არ უჩნდებოდათ და..” – ნახეთ რა შოკისმომგვრელი სიზმარი ნახა მარიტა მეფარიშვილის დედამ (ვიდეო)

0

ცოტა ხნის წინ ტრაგიკულად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ოჯახთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა – მის მშობლებს გოგონა შეეძინათ. სოციალური ქსელის მომხმარებელი კონსტანტინე ხუნწარია წერს, რომ მარიტას მშობლებს მარიტას დაბადების შემდეგ, 13 წლის განმავლობაში, შვილი აღარ უჩნდებოდათ, ახლა კი მათ ცხოვრებაში სასწაული მოხდა:

“მარიტას მშობლებს მარიტას შემდეგ 13 წელი შვილი არ უჩნდებოდათ. მარიტას გარდაცვალების შემდეგ დედამისმა, ანა შოშიაშვილმა, სიზმარი ნახა, სადაც მარიტამ უთხრა, რომ ორსულად იყო და გოგო ეყოლებოდა. მართლაც ასე მოხდა და ბარბარობას პატარა ანგელოზი ტატა დაიბადა, რომელიც ნინოობას გაქრისტიანდა” – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.
პატარა ტატას ნათლობიდან კადრები საკუთარ გვერდზე მარიტას დედამ გამოაქვეყნა:
“ტატა – ნუცას და მარიტას და… მადლობა ჩვენს მამებს, ტატას ნათლიებს, ილია მეორეს, მამა შალვას, მამა საბას ასეთი სიყვარულისთვის. მადლობა მამა გრიგოლ ხუნწარიას ტატას გაქრისტიანებისთვის” – დაწერა ანა შოშიაშვილმა.
ვიდეო პატარა ტატასთან ერთად მარიტას უფროსმა დამ, ნუცამაც გამოაქვეყნა:

წყარო:savednews.cc

Share.