“კვლევებზე ვიმყოფები გერმანიაში როგორც ჩანს..” – ნახეთ რა უთხრეს გერმანელმა ექიმებმა თინა ხიდაშელს

0

ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გამოკვლევებზე გერმანიაში იმყოფება, ამის შესახებ “ფეისბუქზე” მან თავად დაწერა.
“კეთილი ადამიანების, მეგობრების და ბევრი კარგი ხალხის რჩევის, თხოვნის, მოთხოვნის და დახმარების შედეგად ვიმყოფები გერმანიაში კვლევებზე და ფეხზე დადგომა/გამოჯანმრთელების გზების დასადგენად.მიუხედავად ბევრი დიდი თუ პატარა პრობლემისა,

რომელიც ყოველდღიურად ჩნდება, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ. თუმცა, წინ ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზაა…ყველას, ნაცნობებს და უცნობებს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვინც ვინც მწერთ, მეხმიანებით და მუდმივად კითხულობთ ჩემს ამბავს,” – წერს ხიდაშელი.
წყარო:geotime.club

Share.