“კესო რომ მოკლა წასულა და მედიკამენტები უყიდია..” – ნახეთ ახალი დეტალები კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეში

0

მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს.
კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, მისი პარტნიორი 26 წლის ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს – გამოძიება მას გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. სასამართლომ მას 20 სექტემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის

დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.ბექა ჯაიანი, ამ დრომდე, დუმილის უფლებით სარგებლობს მისი ყოფილი შეყვარებული, თუმცა, პოლიციის განყოფილებაში მიყვანისას, ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს, მან ყველაფერი აღიარა.
„კურიერი P.S-მა“ ბექა ჯაიანის ჩვენების შინაარსი გაარკვია. ის ამბობდა, რომ ეჭვიანობდა, გარდა ამისა, კესო აბრამიძეს დედისა და დის მიმართ შეურაცხყოფა არ აპატია და მკვლელობაც ამიტომ დაგეგმა.
მას შემ­დეგ, რაც ბექა ჯა­ი­ან­მა გან­ზრახ­ვა სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა, ნა­თე­სა­ვის სახ­ლში სის­ხლი­ა­ნი მა­ი­სუ­რი გა­მო­იც­ვა­ლა და გა­რე­ცხა. ტაქ­სით დი­დუ­ბე­ში გა­ვი­და, იქი­დან სა­რა­ჯიშ­ვი­ლის მეტ­როს­თან. შემ­დეგ ტაქ­სი გა­ა­ჩე­რა და 100 დო­ლა­რად წაყ­ვა­ნა სთხო­ვა სა­მეგ­რე­ლო­ში. მა­ნამ­დე აფ­თი­აქ­ში შე­ვი­და და წამ­ლე­ბი შე­ი­ძი­ნა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, თვით­მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით.
“ბრალ­დე­ბუ­ლი გან­მარ­ტავს, რომ აფ­თი­აქ­ში შე­ი­ძი­ნა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც სურ­და თვით­მკვლე­ლო­ბის­თვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა, თუმ­ცა ჩხრე­კის შემ­დეგ ეს ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის ამო­ღე­ბუ­ლი. ის ცდი­ლობ­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა თბი­ლი­სი და შემ­დგომ სა­ქარ­თვე­ლო. ჯა­ი­ა­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბო­და აფხა­ზეთ­ში გა­დას­ვლით” – ამ­ბობს საქ­მის პრო­კუ­რო­რი.
ბექა ჯა­ი­ა­ნი სამ­ტრე­დი­ა­ში და­ა­კა­ვეს.

Share.