“კახის ამ საქციელმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა საზოგადოების..” – ნახეთ როგორ დაეხმარება თბილისის მერი უკრაინელებს

0

დედაქალაქში უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას შევაგროვებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ აქციაში მონაწილეობის მიღება რიგით მოქალაქეებსაც შეეძლებათ. მან ილია ელოშვილს შესაბამისი ადგილის გამოყოფა დაავალა, სადაც ნებისმიერი მსურველი ჰუმანიტარული ტვირთის მიტანას შეძლებს.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, იმისათვის, რომ საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს დამატებით დაეხმარონ, მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ.

„ეს შეიძლება ძალიან უმნიშვნელო იყოს, პატარა რამ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უკრაინელი მოქალაქეებისთვის იქნება უფასო და ჩემი თხოვნა იქნება, რომ აბონემენტების დაურიგონ. ეს ისეთი არაფერია, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, მათ ამის შესაძლებლობაც ექნებათ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე, კახა კალაძის თქმით, მას პირადადაც სურს, მხარი დაუჭიროს უკრაინელებს, რომელთაც მოუწიათ საცხოვრებლის დატოვება და მზადაა, თავის მეგობრებთან ერთად, თავიანთი სახსრებით საქართველოში ცხოვრების საშუალება მისცენ მათ, სანამ უკრაინაში ომია.
წყარო:dainteresdi.club

Share.