“კაცმა რომელმაც იარაღით მშობლები მოკლა დუმილი დაარღვია..” – ნახეთ რას ამბობს გიორგი ბეროზაშვილი

0

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი დღეს 8-თვიან დუმილს დაარღვევს.
გიორგი ბეროზაშვილი ამ წუთებში სასამართლოს ჩვენებას აძლევს. მან დაკავების დღეს სასტიკი დანაშაული აღიარა, თუმცა შემდეგ ჩვენება შეცვალა და დუმილი აირჩია.
უკვე დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. სასამართლო დასკვნით ეტაპზე გადადის, სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში განაჩენი გამოცხადდება. დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.

ბეროზაშვილმა უპასუხა მისი ადვოკატის შეკითხვებს და გაიხსენა, რატომ გავიდა დილით, რა თანხით გადაადგილდებოდა და შემდგომ რა ვითარებაში იპოვა მშობლები.
ბეროზაშვილმა მშობლების მკვლელობის ფაქტი ისევ უარყო. რამდენიმეთვიანი დუმილი ამით დაარღვია და განაცხადა, რომ პირველი ჩვენება პოლიციის ზეწოლის ქვეშ მისცა.
საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ ბრალდებულს დღეს დაცვის მხარე დაკითხავს, რის შემდეგაც ჩაინიშნება შემდეგი პროცესი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება. გიორგი ბეროზაშვილი აპრილში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით მან საკუთარი დედ-მამა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, რის შემდეგაც ძარცვის ინსცენირება გაითამაშა.
წყარო:dainteresdi.club

Share.