“კარგი ინფორმაცია,თქვენთვის ფულადი დახმარება 5ჯერ გაიზრდება..” – ნახეთ ვის გაეზრდება სახელმწიფო დახმარება 2022 წლის იანვრიდან

0

ყველას გვაწუხებს ვეტერანების ყოველთვიური 22-ლარიანი დანამატი და იანვრიდან, ის 5-ჯერ გაიზრდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.„საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვაფასებთ და ვზრუნავთ სამშობლოს დამცველებზე. ჩვენი მთავრობა, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვეტერანებსა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ყველას გვაწუხებს ყოველთვიური 22-ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით ეს საკითხი გადაიხედება და იანვრიდან, 5-ჯერ გაიზრდება ყოველთვიური დანამატი. თქვენი დაფასება არის არა მხოლოდ ღვაწლისა და დამსახურების აღიარება, არამედ ეს არის ზრუნვა მომავალზე, ჩვენს ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებების, სამშობლოსა და თავისუფლების უზენაესობის იდეალთა დამკვიდრებაზე“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
წყარო:ambavi.club

Share.