“კადიროვი ადგა და თბილისსში ჩავიდა..” – ნახეთ რა ამბავი გავრცელდა სოც ქსელში ამ წუთებში

0

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა:
„რამზან კადიროვი და პიჯაკი (ანეკდოტი, თარგმნილია რუსულიდან)
_რამზან კადიროვმა პიჯაკის შეკერვა გადაწყვიტა. იყიდა ნაჭერი და მიადგა მკერავს.
– თქვენ დიდი კაცი ხართ, ნაჭერი ცოტაა, არ მეყოფა, პიჯაკს ვერ შეგიკერავთ, – იუარა მკერავმა.
მიადგა კადიროვი სხვა მკერავს.
– ვერა, თქვენ დიდი კაცი ხართ, ნაჭერი ცოტაა, არ გამოვა აქედან თქვენთვის პიჯაკი, – უარზეა ეს მკერავიც.

თითქმის მთელი გროზნო შემოიარა კადიროვმა, მაგრამ ვერ იპოვა მკერავი, რომელიც პიჯაკს შეუკერავდა. ბოლოს ერთმა ნაცნობმა მკერავმა უთხრა:
– იქნებ თბილისში წახვიდე, იქ ჩემი მეგობარია, გიშუამდგომლებ.
ადგა და ჩავიდა კადიროვი თბილისში, მიადგა მკერავს, ვისთანაც მიასწავლეს. იმან წყნარად, მშვიდად აუღო ზომები, ჩაინიშნა, ნაჭერი დაიტოვა და უთხრა:
– ხვალ მოდი.
მივიდა კადიროვი მეორე დღეს. მკერავი აწვდის შარვალს:
– მოიზომავ?
გამოართვა რამზან კადიროვმა, მოიზომა, ძალიან კარგი შარვალია, კარგად ადგას წელზეც, ფეხებზეც, ჩაჯდომისას არ იჭიმება, პლუს, ბევრი ჯიბე აქვს. კმაყოფილია და უცებ, მკერავი ეუბნება:
– პიჯაკს მოიზომავ? – და აწვდის.
ჩაიცვა პიჯაკი კადიროვმა და, გადასარევია, არც სახელოებზეა მოკლე, ტანზე კარგად ადგას. ის-ის იყო, გადასახდელად მოემზადა, რომ მკერავი ეუბნება:
– ჟილეტს მოიზომავ?
გაუკვირდა კადიროვს: ჩეჩნეთში პიჯაკიც კი ვერ შეუკერეს, აქ კიდევ შარვალი, პიჯაკი, ზედაც ჟილეტიო. შეეკითხა მკერავს:
– კი მაგრამ, ეს რანაირად მოახერხე? ჩეჩნეთში მეუბნებოდნენ, რომ პიჯაკიც კი არ გამოვა ამ ნაჭრისგან, რადგან შენ დიდი კაცი ხარო…
მკერავი მშვიდად პასუხობს:
– ყველაფერი მარტივადაა, რამზან: ჩეჩნეთში შენ დიდი კაცი ხარ, აქ კი, უბრალოდ, ყ*ე ხარ… კეპს მოიზომავ?“
წყარო:daqali.club

Share.