თბილისში, ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შვილმა დედას დანით მძიმე ჭრილობები მიაყენა, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი მოკლა. ბრალდებული 22 წლის ბიჭია.პირი, რომელმაც სავარაუდოდ, აღნიშნული დანაშული ჩაიდინა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები, ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, უცნობია ისიც რა იყო ამ შვილის მოტივი
როგორც ადგილიბრივებისგან ირკვევა, ბიჭი დედამისის და მისი მეგობარი მამაკაცის ურთიერთობის წინააღმდეგი კი არ იყო, უნდოდა, რომ დედამისი და მისი მეგობარი მამაკაცი დაქორწინებულიყვნენ. გააფრთხილა კიდეც, – სოფელში ხალხი ყველა დედაჩემზე და შენზე ლაპარაკობს და მრცხვენიაო, დაქორწინდით, თუ არა და რაღაც ცუდს ჩავიდენ, ორივეს დაგხოცავთო.
წყარო:daqali.club