„იცით რა არის კორონავირუსით მომაკვდავი პაციენტების ბოლო თხოვნა?” – რას ჰყვება თვითმხილველი ექიმი

0

მომაკვდინებელმა ვირუსმა მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში შეაღწია და სერიოზულ საფრთხედ იქცა. ადამიანები ახლობლებს ისე კარგავენ, რომ მათთან გამომშვიდობებასაც ვერ ახერხებენ. ექიმი კორტელარო, მილანის „სან-კარლო ბორომეოს“ საავადმყოფოდან გულახდილად ყვება, რას აწყდება სამსახურში ყოფნისას.
ექიმის თქმით, პაციენტებს ბოლომდე უნარჩუნდებათ გონება, გრძნობენ სიკვდილის მოახლოებას, რის წინაშეც ყველა უძლურია. ბოლო რამ, რასაც ისინი ითხოვენ, ახლობლებთან გამომშვიდობებაა. თუმცა, მათ პალატაში არავინ დაიშვება, მოხუცებს კი, უმეტეს შემთხვევაში, მობილური ტელეფონი თან არ აქვთ.

„იცით რა არის ყველაზე რთული? ხედავდე მარტოობაში მომაკვდავ პაციენტს, რომელიც შვილებთან და შვილიშვილებთან გამომშვიდობებას ითხოვს. ისინი გრძნობენ, როცა სიკვდილის ზღურბლზე არიან. ისინი საღ გონებაზე არიან. არ აქვთ ნარკოლეპსია”. – ამბობს ექიმი.

კორტელარო იმედოვნებს, რომ ეს პრობლემა გადაწყდება, თუ მათთვის რამდენიმე პლანშეტს გამოყოფენ. მანამდე კი ის მთელი ძალით ცდილობს დაეხმაროს პაციენტებს, არ დატოვონ ეს სამყარო ახლობლების უნახავად.

„ავიღე ჩემი ტელეფონი და ვიდეოზარით დავურეკე მის შვილიშვილს. ისინი ერთმანეთს გამოეემშვიდობნენ. მალე ქალი გარდაიცვალა. ახლა მე უკვე საკმაოდ გრძელი სია მაქვს ასეთი ვიდეოზარების. იმედი მაქვს, გამოგვიყოფენ 3-4 ცალ აიპადს იმისათვის, რომ ადამიანები მარტოობაში არ გარდაიცვალნონ“, – განაცხადა ექიმმა.

Share.