”იტალიაში 11 წლის წინ წავიდა და მალევე შვილიც წაიყვანა, სულ მუშაობდა შვილი რო გვერდით ჰყოლოდა” – ნახეთ ვინ არიან იტალიაში ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილი

0

იტალიაში დაღუპული დედა-შვილი ეკა და ბექა ჯაბუშანურები არიან. გავრცელებული ინფორმაციით ისინი კუსტარულად დამონტაჟებულმა გამათბობელმა შეიწირა.
დიდი ტრაგედია დატრიალდა, ეკას დედაც ცოცხალი ჰყავს და მამაც, მათთვის ეს ტრაგედია პირველი არ არის, წლების წინ ეკას ძმა ბაზალეთზე შეიწირა რაღაც გაუგებრობამ, ახლა კი ეკაც და მისი ვაჟიც… არადა, როგორ შეჰხაროდნენ ეკას მშობლები შვილიშვილს.

გავრცელებული ინფორმაციით ეკა იტალიაში 11 წლის წინ წასულა. მაშინ ქმარს უკვე გაშორებული იყო. ბავშს კი თავიდან მისი დედ-მამა უვლიდა, ბაღის დამთავრების შემდეგ კი შვილი თავისთან, იტალიაში წაიყვანა. იტალიაში დედა მუშაობდა, შვილი კი სწავლობდა…
წყარო: ambavi.cc

Share.