“ისეთი ლამაზია, თვით ლოლაც კი დაჩრდილა…” – ვინ არის გიორგი წერეთლის ახალი რჩეული, რომლის სილამაზემაც საქართველო აალაპარაკა

0

გიორგი წერეთელი ახალი სასიყვარულო ამბის დამალვას აღარ აპირებს. ის რამდენიმე დღის წინ, 44 წლის გახდა და საკუთარი იუბილე რესტორან „სამ საუკუნეში“ გრანდიოზულად აღნიშნა.
შეიძლება ითქვას, საკუთარი რჩეულიც საზოგადოებას სწორედ თავის დაბადების დღეზე წარუდგინა.
გიორგი წერეთელმა თამილასთან ერთად იცეკვა კიდეც და საყვარელი ქალი მას გვერდს სიმღერის დროსაც უმშვენებდა.

როგორც გიორგიმ ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას განაცხადა, მზად არის ახალი ოჯახი შექმნას და შვილიც ჰყავდეს.

„რეიტინგი“ მომღერალს დაუკავშირდა. მან მისი და თამილა მარეხაშვილის ურთიერთობა დაგვიდასტურა.

– კი, ნამდვილად არის ქალბატონი თამილა ჩემი რჩეული, თუმცა, მეტს ამ თემაზე არ ვისაუბრებ.

– ლოლასთან დაშორების მიზეზი თამილა იყო?
– ვფიქრობ, ესაა უაზრო შეკითხვა.

– ვიცით, რომ უკვე ბავშვს ელოდებით.
– ჯერ არ ველოდებით ბავშვს, მაგრამ ვაპირებთ.

Share.