”ინფიცირებული ადამიანი დადის ქუჩებში და ვირუსს ავრცელებს, ყველანი დარჩით სახლებში..” – ამირან გამყრელიძის საგანგებო განცხადება

0

კორონავირუსის შიდაგავრცელების საფრთხე საქართველოში – დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ COVID-19-ით ინფიცირების 3 შემთხვევის პირველწყარო ნაპოვნი არ არის.
მისი განმარტებით, ქვეყანაში ძალიან მაღალი ალბათობით შიდა გადადების პრეცენდენტი დაფიქსირდა.

„ამ სამიდან, ერთში დიდი იმედი გვაქვს, რომ გასული ვართ და დავადგენთ, ისიც უკვე იზოლირებულია და შესაბამისად გამოკვლეული, მაგრამ ორი შემთხვევის ნამდვილად არ ვიცით და დიდი ალბათობით ვერც დავადგენთ. ამ ორ შემთხვევაში უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი.

არის ეს ხალხი ქვეყანაში, არის განგაშის ნიშანი შიდა გადაცემისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება ვიღაცისგან, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ის ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში. ის უკვე სხვა ასნებოვნებს, სხვას გადასდებს, თვითონ ეს ფაქტია საყურადღებო და საგანგაშო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Share.