ჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი “ფეისბუქის” გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს ამბავს, რომელიც ქართველების მიმართ ინგუშების დამოკიდებულებას უსვამს ხაზს. პოსტს დართული აქვს ფოტოებიც:
რუსეთ-საქართველოს საზღვართან, არ მისული ლარსის საგუშაგოზე (რუსეთის მხრიდან) სატვირთო მაბქანების კოლონაა გაჩერებული. 350 სატვირთო მაინც დგას. მათ საზღვარზე არ ატარებენ. საქართველოს სამხედრო გზაზე ზვავია ჩამოწოლილი და გზაა ჩაკეტილი. ეს სატვირთოები რამდენიმე დღე იდგნენ საზღვართან. მათ დასახმარებლად საკვები პროდუქტებით და სასმელი წლით დატვირთული ინგუშები მივიდნენ. შორიახლოს საველე სამზარეულოს მსგავსიც მოაწყვეს, რომ გაყინული მძღოლებისთვის ცხელი საჭმელი ეჭმიათ. ინგუშებმა
პირველ რიგში ქართველები მოიკითხეს. მათ გაუწიეს დახმარება. რუსები, თურქები, სომხები და შუა აზიელები კი( მათ ხომ არ იცოდნენ ჩვენი და ინგუშების ძმობის ისტორია) ამას გაოგნებული უყურებდნენ. ინგუშებს არც ისინი დაუტოვებიათ უყურადღებოდ, მაგრამ ქართველ მძღოლებს განსაკუთრებით პატრონობდნენ. მათთან სურათებს იღებდნენ. სოციალყრ ქსელშიც ატვირთეს და ასე წერენ, ჩვენი ძმები ქართველებიო. მიყვარს კეთილი ადამიანები.ჩემი პატივისცემა ძვირფას ინგუშებს”, წერს მარსაგიშვილი.წყარო:ambavi.club