“იმ ფაქტს მალავენ, რომ ვახო 11-ში შევიდა საავადმყოფოში..” – ნახეთ 20 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის დის მოულოდნელი განცხადება

0

გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახო ჩარკვიანის და სოციალურ ქსელში წერს, რომ პაციენტმა კლინიკაში იმაზე მეტი დრო დაჰყო, ვიდრე ამბობენ.
„ყველა ამბობს, დაგვიანებული იყო, გვიან გადაიყვანეს. დამძიმებული შეიყვანეს. მხოლოდ სიცხე ჰქონდა, 9-ში, დაუდასტურდა მაშინვე გადავიდა სასტუმროში, მერე კი 11-ში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თუმცა, კითხვები მიჩნდება, რატომ მალავენ იმ ფაქტს, რომ ვახო 11-ში შევიდა საავადმყოფოში, იქიდან ვეღარ გამოვიდა. მაგრამ რატომ ამბობენ 12 დღეს, როცა მარტო რეანიმაციაში იყო 23 დღე და აქედან მართვის აპარატზე 11 დღე“, – წერს მარიამ ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 10 სექტემბერს კორონავირუსით ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი გარდაიცვალა. 20 წლის ვახო ჩარკვიანს ვირუსმა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზიანა, რის გამოც ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.

Share.