“იზდება პენსია და დახმარებები,ხალხი ამოისუნთქებს..” – ნახეთ ვერ წარმოიდგენთ რამდენით მეტს აიღებთ

0

მას შემდეგ, რაც დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი ამოქმედდა და პროგრამაში ჩართულმა პირებმა გარკვეული დანაზოგი დააგროვეს მოსახლეობა ინტერესდება არის თუ
არა პროგრამის დატოვება შესაძლებელი, ვის შეუძლია საპენსიო დანაზოგით სარგებლობა და რა ხდება პროგრამის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში.
აღნიშნულ კითხვებზე პასუხი სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:
ვის შეუძლია ისარგებლოს დაგროვებითი საპენსიო დანაზოგით?
_ დაგროვებული თანხის გამოყენებას სტანდარტულ შემთხვევაში შეძლებთ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საპენსიო ასაკის მიღწევისას პენსიის გაცემა მოხდება ყოველთვიურად: დაგროვებული საპენსიო თანხის ყოველთვიური მოცულობა სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელის შესაბამისად დაანგარიშდება.
გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე, ან თუ მონაწილეს მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ან თუ დატოვებს საქართველოს და წარმოადგენს სხვა სახელმწიფოში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს, შესაძლებელია, დაგროვებული დანაზოგი მიიღოს ერთჯერადი გაცემის გზით.
საპენსიო ასაკი საქართველოს კანონმდებლობით ქალებისა და

მამაკაცების შემთხვევაში განსხვავდება: ქალი 60 წლის, მამაკაცი კი 65 ასაკში გადის პენსიაში. საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, რომ ქალსაც და მამაკაცსაც პარალელურად უნარჩუნდება სოციალური პენსიით სარგებლობის უფლებაც.
რაც შეეხებათ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს:
_ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი საპენსიო სქემაში ერთვება და ზოგავს თანხას სასურველ ვადამდე. მას შემდეგ, როცა გადაწყვეტს თანხით სარგებლობას, მას შეუძლია ერთიანად გაიტანოს თანხა დაქვითვის გარეშე. თუმცა ამ შემთხვევაში სქემაში უკან დაბრუნების უფლებას კარგავს, რადგან კანონის თანახმად, მან უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით. ამდენად, მნიშვნელოვანია რომ შშმ პირმა ნაჩქარევად არ მიიღოს გადაწყვეტილება.
დაგროვებითი პენსია უცხოეთში მუდმივად საცხოვრებლად გადასული მოქალაქისთვის: უცხოეთში მუდმივად საცხოვრებლად გადასულ ადამიანს უფლება აქვს ვადაზე ადრე გაიტანოს დაგროვებითი პენსია. ამ შემთხვევაში, მის დაგროვილ დანაზოგს სახელმწიფოს მიერ დარიცხული 2% აკლდება და კანონის თანახმად თანხა იბეგრება 20%-ით, მხოლოდ დარჩენილი თანხის გატანას შეძლებს მოქალაქე.
იკარგება თუ არა თანხა მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში?
_ საპენსიო დანაზოგი მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მის კანონიერ მემკვიდრეს/მემკვიდრეებს გადაეცემა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ქონება. მას შეუძლია, ან ერთიანად ისარგებლოს დანაზოგით ან გადაიტანოს თანხა საკუთარ საპენსიო ანგარიშზე და გააგრძელოს დაგროვება.
ვის შეუძლია სქემის ნებაყოფლობით დატოვება?
_ საპენსიო დაგროვებითი სქემის ამოქმედების მომენტში, ანუ 2018 წლის 6 აგვისტოს, ის პირი ვინც იყო 40 წლის ან მეტის, სქემაში ერთვება სავალდებულოდ, თუმცა ჩართვიდან სამი თვის შემდეგ ორი თვის განმვალობაში აქვს უფლება დატოვოს სქემა საკუთარი განცხადების საფუძველზე. ყველა სხვა მონაწილისთვის სქემაში გაწევრიანება და მონაწილეობა არის სავალდებულო.
რატომ უნდა დარეგისტრირდეთ პირად საპენსიო გვერდზე?
_ საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში საპენსიო სქემის თითოეული მონაწილისათვის შექმნილია სამუშაო სივრცე, რომლის მეშვეობითაც, დასაქმებულს აქვს წვდომა საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, სადაც სრულად გამჭვირვალედ და დეტალურად ჩანს კუთვნილი აქტივები, საპენსიო შენატანები, დარიცხული სარგებელი და პორტფელის განაწილება. თითოეულ დასაქმებულს შესაძლებლობა აქვს, სასურველ ფორმატში ჩამოტვირთოს საკუთარი საპენსიო შენატანების შესახებ დეტალური ამონაწერი. გარდა ამისა, დასაქმებულის საპენსიო გვერდი საპენსიო სააგენტოსგან ინფორმაციის მიღებისა და საპენსიო სააგენტოსთან კომუნიკაციის მიზნებისათვის გამოიყენება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ დასაქმებულს ჰქონდეს წვდომა საკუთარ საპენსიო გვერდთან.
როგორ ხდება დასაქმებულის სისტემაში რეგისტრაცია?
_ საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის გასავლელად, თქვენ, როგორც დასაქმებული, უნდა შეხვიდეთ საკუთარ საპენსიო გვერდზე, მომხმარებლის სახელით (მომხმარებლის სახელი წარმოადგენს თქვენს პირად ნომერს) და დროებითი პაროლით (თუ ერთზე მეტი დამსაქმებელი გყავთ, დაგჭირდებათ 2 პაროლი). შემდეგ კი, შეცვალოთ დროებითი პაროლი ახლით.
როგორ მივიღო დროებითი პაროლი?
_ საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა აგენერირებს სისტემაში შესასვლელ მომხმარებლის სახელს და დროებით პაროლს, რომელიც თქვენს დამსაქმებელს გადაეცემა ელექტრონული ფორმით დამსაქმებლის გვერდზე. დამსაქმებელი ვალდებულია, გადმოგცეთ დროებითი პაროლი. ასევე, დროებითი პაროლის მიღება შეგიძლიათ, საპენსიო სააგენტოს ოფისში (თან უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა) გამოცხადების, ან info@pensions.ge-ზე დროებითი პაროლის მოთხოვნის საფუძველზე ოფიციალური განცხადებით (დამატებით საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად) მომართვის გზით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვირეკოთ საპენსიო სააგენტოს ცხელ ხაზზე 1480, ან მობრძანდეთ სერვის ცენტრში, ყიფშიძის 7ბ.

Share.