ივნისიდან შესაძლოა ვირუსის ახალ ტალღას უნდა ველოდოთ.. იცით რატომ?

0

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ვინაიდან კორონავირუსი ახალი ტიპის ინფექციაა, არავინ იცის, გავრცელების პიკი როდის იქნება.
მისი თქმით შესაძლოა, კორონავირუსმა სულ სხვა თვისებები გამოამჟღავნოს და ვირუსის გავრცელების პიკი არა მარტში, არამედ ივნისში ან თუნდაც ივლისში იყოს.

„არავინ იცის, როდის იქნება ვირუსის გავრცელების პიკი, რადგან ეს არის ახალი ვირუსი და მისი ბუნება როგორია, დამერწმუნეთ, არავინ იცის. არის მხოლოდ ვარაუდები და მსჯელობენ პრეცედენტებით გრიპის ეპიდემიის მიხედვით. გრიპის ეპიდემია მეორე პიკს, პირველი ნოემბერ-დეკემბერში იყო, აღწევს თებერვალ-მარტში და აპრილიდან ის ხდება მილევადი, ანუ იწყება ეპიდემიის დაღმავალი ტალღღა. ექსპერტთა ნაწილს აქვს იმედი და ყველას ასე გვინდა, რომ კორონავირუსის ეპიდემია მოიქცეს ისე, როგორც გრიპის ეპიდემია. თუ ეს მოხდა, ხომ ძალიან კარგი, თუმცა კორონავირუსმა სულ სხვა თვისებები თუ გამოამჟღავნა, ეპიდემია დაღმავალი გზით არ წავიდა, ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, შესაძლოა, ეს პიკი იყოს არა მარტში, არამედ ივნისში, ივლისში და ასე შემდეგ“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

Share.