გადაცემაში „შორენას ეფექტში” უიღბლო ქორწინებაზე და ოჯახური ძალადობის სირთულეებზე მომღერალი ლოლა წერეთელი საუბრობს.
ის ამბობს, რომ პირველ ქორწინებაში მრავალწლიანი ძალადობის მსხვერპლი იყო. 30 წლის ასაკში, ოჯახის შექმნა გადაწყვიტა, შვილი უნდოდა…
„30 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. არ მიყვარდა, უბრალოდ ფიზიკურად მომწონდა, კარგი ბიჭი იყო. გავთხოვდი იმიტომ, რომ ვთვლიდი ოჯახის შესაქმნელად დრო იყო და შვილი მინდოდა.
სმა ძალიან უყვარდა, ხელის დარტყმაც ხშირად ყოფილა… პლეხანოვურ ოჯახში გავიზარდე, მშობლებმა მითხრეს, ქმართან თუ იჩხუბებ, ჩვენ არ ჩავერევით, ოჯახი ისეთი რამ არისო. ამიტომ, ვითმენდი. მრცხვენოდა და ვერ ვამბობდი, რომ მცემდა.
რაღაც დღესასწაული იყო, სამგან ვიმუშავე, გამთენიისას მოვედი ფულით. მითხრა, შენ ეს საიდან მოიტანეო, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა სადაც ვმუშაობდი…
ჩვენ სამი წელი მეზობლებივით ვიცხოვრეთ, ცოლ-ქმრული ურთიერთობა არ გვქონია. ბოლოს მისგან წამოვედი. შერიგებას მთხოვდა, თან ჩემივე ნაყიდი თოფით მემუქრებოდა – მოგკლავო.
მერე ჩემს ცხოვრებაში ლამაზი სიყვარული მოვიდა. გიორგი წერეთელთან ძალიან ბედნიერი ვიყავი. ასაკობრივი სხვაობა არ იგრძნობოდა, რადგან პატარა ბავშვი გავხდი…
ძალიან რთული იყო, როცა მას დავშორდი. უკვე ორი წელი გავიდა, ახლა სიყვარული აღარაა…” – ამბობს ლოლა წერეთელი.