“თქვე ძაღლიშვილებო! მათი ოჯახები მირეკავენ და შველას ითხოვენ,სად წახვალთ, სად დაიმალები, მე და ჩემი სამეგობრო გეძებთ..” – ნახეთ ქართველი ემიგრანტი რამ განარისხა

0

ქართველი ემიგრანტი ლაშა ხობუა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოდან სამუშაოდ ჩამოყვანილ ხალხს ატყუებენ და არ ასაქმებენ.
„დამსაქმებლებო ქართველებს ნუ ატყუებთ! ვეძებ ქართველ, ბაღდათელ კაცს, ვინმე ზ.ლ.-ს, რომელმაც გერმანიაში ჩაიყვანა 21 ქართველი ახალგაზრდა ბიჭი და იქ უპატრონოდ დაყარა. რამდენიმე დღის შემდეგ, 300 ევრო გაუგზავნა უკრაინელის ხელით, ჭამეთ და საქართველოში დაბრუნდითო დაუბარა. თავიდან ბიჭებს სამუშაოებს შეჰპირდა და მერე ქუჩაში მიატოვა.

სულ გაფრთხილებთ ამ ქართველ დამსაქმებლებს, თქვე ძაღლიშვილებო, რას ერჩით ამ ახალგაზრდა თაობას საქართველოდან რომ მოგყავთ ეს ხალხი. ოქროს კოშკებს რომ უგებთ და პროცენტიან ვალებს აღებინებთ. გერმანიაში რა უნდა გააკეთოს 20-25 წლის ბიჭმა, რატომ უბიძგებთ რომ ცუდი გზით წაიყვანოს მისი ცხოვრება, როცა პატიოსანი შრომისთვისაა კაცი ჩამოსული. ტოვებთ ქუჩაში და ბიჭები იძულებულნი ხდებიან ლუკმაპურისთვის მოიპარონ და ცხოვრება გაიუბედურონ.

რაც პოლონეთში ვარ ჩამოსული, დავდევ თქვენგან გადაგდებულ ქართველებს. ზოგი ყინვიდან მომყავს, ზოგს ფეხსაცმელი არ აცვია. რას აკეთებთ თქვე არაადამიანებო. სული და გული არ გაქვთ? ყინავს გარეთ თქვე არაადამიანებო, როგორ ტოვებთ ამ ხალხს ქუჩაში.

ოთხი დღეა ეს ბიჭები და მათი ოჯახები მე მირეკავენ და ითხოვენ შველას. სად უნდა წახვიდე, სად დაიმალები, მე და ჩემი სამეგობრო გეძებთ. შენ ხარ ნაგავი და მიმიფურთხებია შენთვის, შენი საქციელის გამო.”
ვიდეო:

წყარო:tbilisitv.club

Share.