“თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ასე რატომ გაიმეტა..” – ნახეთ ცნობილია რატომ დაარტყა შვილების თვალწინ მამამთილმა რძალს დანა

0

გურანდა მაღლაფერიძეს მრავლობითი ჭრილობები მეუღლის საფლავზე ყოფილმა მამამთილმა მიაყენა. ქალს ბასრი იარაღის კვალი, სახის, ყელისა და გულ-მკერდის არეში აქვს. ფაქტის თვითმხილველია ოთხი არასრულწლოვანი. სწორედ ბავშვებმა მოახერხეს ბაბუის მიერ სასიკვდილოდ გამეტებული დედის გადარჩენა.ახლობლები “კურიერს” უყვებიან, რომ მამამთილი შვილის გარდაცვალებაში რძალს ადანაშაულებდა, თუმცა ცნობილია, რომ ახალგაზრდა კაცი რამდენიმე თვის წინ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მათ შორის ქონებრივი დავაც. ძალადობის გამო გურანდა მაღლაფერიძე იძულებული გახდა სამ მცირეწლოვანთან ერთად მეუღლის ოჯახი დაეტოვებინა.

წყალტუბოს სოფელ საყულიას სასაფლაოზე მომხდარი ინციდენტი პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ირკვევა, რომ მამამთილი რძალს სისტემატურად დევნიდა და ავიწროებდა. სერგო აბდალაძეს ამის გამო პოლიციამ შემაკავებელი ორდერიც გამოუწერა. მას ყოფილ რძალთან მიახლოება აუკრძალა სასამართლომაც. კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია ცნობილია მეზობლებისთვისაც, თუმცა მათ ამ თემაზე საჯაროდ საუბარი არ სურთ.

რძალზე თავდასხმაში ბრალდებული სერგო აბდალაძე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ჯერ უცნობია აღიარებს თუ არა დაკავებული დანაშაულს. ის იზოლატორში ადვოკატმა უკვე მოინახულა.

დაჭრილი ქალი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება, თუმცა, ექიმების განმარტებით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.მოძალადე მამამთილს ბრალი ოფიციალურად ჯერ წარდგენილი არ აქვს. გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. შესაძლოა, მუხლი განზრახ მკვლელობის მცდელობაზე გადაკვალიფიცირდეს.

წყარო: „რუსთავი2″

Share.