“თუ ეს ვარაუდი დადასტურდა ჩვენ დაცულები ვიქნებით, როგორც ახალგაზრდა, ისე ძველი თაობა…”

0

დაავადებათა კოტნტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გამოეხმაურა ბოლო დღეებში საერთაშორისო მეცნიერების მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ბცჟ-ს (BCG) ვაქცინა კორონავირუსის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებდეს.

„თუ ეს დადასტურდა ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით. იყო მოსაზრება, რომ წითელა-წითურას ვაქცინაც ამცირებდა რისკს არა იმ მხრივ, რომ კორონავირუსის არ შეხვდებოდა მათ, ვისაც ეს აცრა აქვთ გაკეთებული, არამედ ისინი მსუბუქ ფორმებში გადაიტანდნენ ვირუსს. ბცჟ-ზეც ასეთივე მოსაზრება გამოქვეყნდა – ვისაც გაკეთებული აქვს ეს აცრა ნაკლებად ემართებათ კორონავირუსი და თუ დაემართათ ადვილად გადაიტანენ. ეს ორი ჰიპოტეზა, რომელიც ჯერ მეცნიერულად არ არის გამყარებული, თუ მართალი აღმოჩნდება, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, რადგან საქართველოში ძალიან კარგია მოცვა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინით. გარდა ამისა, პრაქტიკულად ყველა არის აცრილი ბცჟ-ს ვაქცინით, როგორც ახალგაზრდა, ისე ძველი თაობა. ასე რომ თუ ეს ჰიპოტეზები მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით, ვიდრე სხვა ქვეყნები“

Share.