“თურმე სინამდვილეში რა მომხდარა..” – ნახეთ გაირკვა სარკინიგზო შემთხვევის ნამდვილი მიზეზი, რომლის გამოც ორი ადამიანი დაიღუპა

0

ambebi.ge ლა­შას მე­გო­ბარს ბექა ღურ­ბე­ლე­იშ­ვილს ესა­უბ­რა:
“ლაშა ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ, ერთ ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დით… 5 ოქ­ტომ­ბერს 25 წლის გახ­დე­ბო­და. სა­ო­ცა­რი ბიჭი იყო ლაშა.
ორი თვის წინ ქორ­წი­ლი ჰქონ­და, მისი მეჯ­ვა­რე ვი­ყა­ვი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ, თბი­ლის­შიც ერ­თად ვცხოვ­რობ­დით, მუდ­მი­ვად ერ­თად ვი­ყა­ვით. ლა­შამ ჯერ ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, გა­სულ წელს კი თსუ-ს გე­ოგ­რა­ფი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა.

რკი­ნიგ­ზა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1 წე­ლია, რაც მუ­შა­ობს. რკი­ნიგ­ზა­ზე რა­ღა­ცე­ებს არე­მონ­ტებ­დნენ, სამ­ნი ყო­ფი­ლან. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მა­ტა­რე­ბე­ლი რომ წა­მო­სუ­ლა, რა­ზეც იდ­გნენ ის მო­წყო­ბი­ლო­ბა გა­მო­სუ­ლა მწყობ­რი­დან, ვერ ჩა­მო­წი­ეს, სა­მი­დან ერთი გად­მომხტა­რა, ამ ორმა ვერ მო­ა­ხერ­ხა. ისე­თი და­ლე­წი­ლია სა­ცო­და­ვი, ხელ-ფეხი მი­ა­კე­რეს…

Share.