“თურმე სინამდვილეში რატომ წამოსულა..” – ნახეთ ნანუკა ჟორჟოლიანმა გაამხილა სინამდვილეში რატომ დატოვა “მთავარი არხი”

0

ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „მთავარი არხი“ მათ მიერ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პრემიერის, ნიკა გილაურის ფონდის გაპიარების და თავად ჟორჟოლიანის ფონდისთვის არასაკმარისი ყურადღების დათმობის გამო დატოვა.როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, ნანუკას არ სჭირდება პიარი, თუმცა საუბარია დამოკიდებულებაზე, რომ არხი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ფონდის, ან მხოლოდ ერთი ადამიანის და

არ უნდა მოხდეს არხის დავიწროება. „პიარი კი არ სჭირდება ნანუკას, აქ იყო საუბარი დამოკიდებულებაზე, რომ არხი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ფონდის, ან მხოლოდ ერთი ადამიანის აქ ამაზე იყო საუბარი. ნანუკას რაში სჭირდება პიარი, ნანუკას თავისი პლატფორმა აქვს, ნანუკას თავისი ინსტაგრამი აქვს. აქ არის საუბარი დამოკიდებულებაზე უბრალოდ. პიარდებოდა მხოლოდ და მხოლოდ გილაურის ფონდი. არ შეიძლება იყოს კონცენტრაცია მხოლოდ ერთზე ან აქეთა მიმართულებით ან იქეთა მიმართულებით, არ შეიძლება ასე ჩაკეტვა სივრცის. ეს ფაქტი ნამდვილად იყო, მაგრამ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რამაც გამოიწვია ის, რომ არ შეიძლება არხის დავიწროება“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა სატელეფონო ინტერვიუში.

Share.