პრემიერის ინფორმაციით, პენსიონერები, რომლებიც პირველ იანვრამდე აიცრებიან, ერთჯერადად 200-ლარიან დანამატს მიიღებენ.
დანამატის მიღება შეუძლია მხოლოდ იმ მოქალაქეს, რომელიც ვაქცინაციის პროცესში დღეიდან ჩაერთვება.
„დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ, პირველი დეკემბრიდან“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში მწვანე პასპორტები 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიან ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.