“თვიური ხელფასი 2500-3000 ევრომდე აღწევს..” – ნახეთ რა ვაკანსიებია გამოცხადებული საქართველოდან 35000 ადამიანმა რეგისტრაცია უკვე გაიარა

0

გერმანიაში დროებით დასაქმების პორტალზე 24 საათში საქართველოს 35 121 მოქალაქე დარეგისტრირდა – ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. დასაქმების რეგისტრაციას გადიან workabroad.moh.gov.ge
სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
ასაკი: 18 წლიდან 60 წლამდე;
გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის
სივრცეში;
ფიზიკური ჯანმრთელობა;
მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;

ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა
შესვლის შეზღუდვას;
გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
(ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს
შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის
მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

ვაკანსიები შემდეგია:

კულტივაცია;
მცენარეების დარგვა (დათესვა);
მცენარეების გაზრდა ყურძნის გასხვლა მიწის კულტივაცია;
დამუშავება ყურძნის მოსავლის აღება სატაცურის მოჭრა კენკრის მოსავლის აღება (მარწყვი, მოცვი, ჟოლო, სხვა);
ხილის მოსავლის აღება (ვაშლი, მსხალი, ბალი, ქლიავი, სხვა);
ბოსტნეულის მოსავლის აღება (კომბოსტო, პრასი, ბოლოკი, კიტრი, სხვა);
სალათებისა და სამკურნალო მცენარეების/მწვანილის მოსავლის აღება პროდუქტის დატვირთვა, ჩამოტვირთვა და ტრანსპორტირება პროდუქტის დახარისხება და შეფუთვა საწყობში მუშაობა;
პროდუქტის დატვირთვა, ჩამოტვირთვა და ტრანსპორტირება;
პროდუქტის დახარისხება და შეფუთვა;
საწყობში მუშაობა;

Share.