“თვალებიდან არ ამომდის კადრი, დღეს პირველად გავიგე სიკვდილი რა არის ვერ გამოვდივარ შოკიდან..” – ნახეთ რა შეემთხვა მაიკო კაჭკაჭიშვილს

0

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს რომ ავარიას გადაურჩა და დღეს პირველად გაიგო რა არის სიკვდილი. კომპოზიტორის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს პირველად გავიგე რა არის სიკვდილი!!
აქამდე არასოდეს მოვხვედრილვარ ავარიში არც დღეს მოვხვდი რაღაც სასწაულის დამსახურებით არადა 1% ც არ მქონდა გადარჩენის შანსი.
რედისონის გვირაბიდან მინიმუმ 130 (გინდ დაიჯერეთ გინდ არა) გამოვარდა ჯიპი და ჩემს წინ მანქანას ისეთი სიძლიერით შეეჯახა მარტო ხმამ გმაოგნა და ვხედავ როგორ მოფრინავს ეს მანქანა და იმასაც ვხედავ როგორ მეცემა ზემოდან მე აღარ ვიცი მე მქონდა რეაქცია და

რაიმე მანევრი გავაკეთე თუ თავზე გადამიფრინა ეს აღარ მახსოვს გონზე რომ მოვედი გვირაბის შესასვლელთან ვიდექი და მთელი სხეული მიხტოდა უკან გავიხედე და ძალიან ბევრი ხალხი იყო მისული რა ბედი ეწია იმ მანქანებს არ ვიცი გადარჩნენ თუ არა ეგეც არ ვიცი ძალაც კი არ მქონდა რომ გადმოვსულიყავი.
მოკლედ მგონია რომ ყველაფერი სხვანაირია ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან არ მშორდება კადრი თვალებიდან.
მგონია რომ წარსული არ მქონია და ეხლა დავიბადე და რეალურად დავინახე რა წამიერია სიცოცხლე და რამდენად დასაფასებელია ადამიანი რომელიც ამ წამს ფუჭად არ ხარჯავს.”
წყარო:geoambebi.com

Share.